ატომური ჩვევები
ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევების” სახით გვაქვს ატომური ჩვევების შექმნის მოწინავე მეთოდოლოგია და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლების უნიკალური შესაძლებლობა.
წიგნში პრაქტიკული რჩევები მარტივი და ყველასთვის გასაგები ენითაა გადმოცემული. რთული სამეცნიერო ტერმინებისგან თავისუფალია წიგნის ლექსიკაც. ქართულ ენაზე მთარგმნელისა და სარედაქციო კოლეგიის დამსახურებით კი ამ წიგნის კითხვა ერთგვარ სიამოვნებად გექცევათ.
„ატომური ჩვევები” არის წიგნი ყველასთვის!
სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას.
მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა. გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.