ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასი ქუთაისის უნივერსიტეტში

ბიზნესმოდელის მასტერკლასების ტურნე ქუთაისში სიახლე

10 დეკემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალისთვის, ჯეპრასა და ლურჯი ოკეანის ორგანიზებით, სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია-მასტერკლასი როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესი” გაიმართა.

მასტერკლასი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან;
  • რა განსაზღვრავს წარმატებას;
  • სად უნდა ეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში;
  • მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები;
  • რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს რეგიონებში ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასების ტურნეს ფარგლებში.

ქუთაისის უნივერსიტეტში ბიზნესმოდელის ლექცია

 

მასტერკლასი დაფუძნებულია ბესთსელერ წიგნებზე, რომლებიც “ჯეპრასა” და “ლურჯი ოკეანის” თანამშრომლობით ქართულ ენაზეა გამოცემული:

წიგნი გთავაზობთ ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისთვის, რომ გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და განახორციელოთ ბიზნესმოდელები. ეს არის სახელმძღვანელო ყველასთვის, ვინც ცდილობს ბიზნესმოდელის გაუმჯობესებას ან ახლის შექმნას.

წიგნი მოგცემთ სიღრმისეულ ცოდნას ბიზნესმოდელების არსის შესახებ. იგი აღწერს ტრადიციულ და უახლეს მოდელებს, მათ დინამიკურობას და ინოვაციურ ტექნოლოგიებს. გასწავლით, როგორ იპოვოთ თქვენი მოდელის ადგილი უაღრესად კონკურენტულ გარემოში და როგორ უხელმძღვანელოთ თქვენი ორგანიზაციის ბიზნესმოდელის გარდაქმნის პროცესს.

ძლიერი ბიზნესმოდელი წარმატებული ბიზნესის საფუძველია. ბიზნესმოდელის ნავიგატორის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ 55 ბიზნესმოდელი დგას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების 90%-ის უკან.

წიგნში დეტალურადაა აღწერილი ეს 55 მოდელი – თუ რას გულისხმობს, ვინ გამოიგონა და ვინ იყენებს მათ ახლა, როდის და როგორ შეგიძლიათ მოდელების გამოყენება თქვენს ბიზნესში.

ეს წიგნი გახდება თქვენი შთაგონების წყარო და დაგეხმარებათ იპოვოთ ზუსტად ის საჭირო ცვლილება თქვენს ბიზნესმოდელში, რაც წარმატებამდე მიგიყვანთ და დაგეხმარებათ შექმნათ ინოვაციური ბიზნესი.