როგორ უნდა გამოიმუშაო ჩვევები 4 მარტივი ნაბიჯით

ჩვევების გამომუშავების პროცესი შეიძლება დაიყოს ოთხ მარტივ ეტაპად:

ამ ფუნდა­მენტურ ნაწილებად დაყოფა დაგვეხმარება, გავიაზროთ, რა არის ჩვევა, როგორ მუშაობს და როგორ შეიძლება მი­სი გაუმჯობესება.

ეს ოთხეტაპიანი მოდელი არის ყველა ჩვევის ხერხემა­ლი და შენი ტვინი ყოველ ჯერზე ამ ეტაპებს ამ თანამიმ­ დევრობით გადის.

პირველ ეტაპზე არის სიგნალი. სიგნალი ააქტიურებს და მოქმედების სტიმულს აძლევს ტვინს. ეს არის მცირე­ ოდენი ინფორმაცია, რომელიც ჯილდოს გვპირდება. ჩვე­ნი პრეისტორიული წინაპრები ყურადღებას აქცევდნენ სიგნალებს, რომლებიც მიანიშნებდა ადგილმდებარეობას ისეთი პირველადი საჭიროების ჯილდოებისა, როგორიცაა: საკვები, წყალი და სექსი. დღეს ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობთ იმ სიგნალების შესწავლას, რომლებიც მოასწავებს ისეთ მეორეულ ჯილდოებს, როგორიცაა: ფული და ცნობადობა, ძალაუფლება და სტატუსი, შექება და კეთილგანწყობა, სიყვარული და მეგობრობა ან თვით­ კმაყოფილების განცდა.

გონება გამუდმებით აანალიზებს ჩვენს შინაგან და გარეგან სამყაროს, რათა მიაგნოს მინიშნებებს, თუ სად არის ჯილდო (საზღაური). იქიდან გამომდინარე, რომ სიგნალი პირველი ნიშანია, რომელიც ჯილდოსთან სი­ახლოვეს მიუთითებს, ბუნებრივია, რომ იგი ჩვენში სურ­ვილს ბადებს. სურვილი მეორე ეტაპი და ის მამოტივირებელი ძალაა, რომელიც ნებისმიერი ჩვევის მიღმა დგას. მოტივაციის ან სურვილის გარკვეული ხარისხის გარეშე ცვლილებების სურვილის გარეშე არ გაგვაჩნია მიზანი, რაიმე მოვიმოქ­მედოთ. ის, რაც გსურს, თავისთავად არა ჩვევა, არამედ იმ რეალობის ცვლილებაა, რომელიც მას სდევს. გინდა არა სიგარეტის მოწევა, არამედ შვების განცდა, რომელსაც ის განიჭებს. მოტივაციას გაძლევს არა კბილების გამოხეხ­ვა, არამედ ის შეგრძნება, რომელსაც სუფთა პირის ღრუ გიტოვებს. ტელევიზორის ჩართვა კი არ გსურს, არამედ გინდა გაერთო. ყველა სურვილი დაკავშირებულია შინა­განი მდგომარეობის შეცვლის მისწრაფებასთან.

მესამე ეტაპი რეაქციაა. რეაქცია არის რეალური ჩვე­ვა, რომელსაც ავლენ და რომელიც შესაძლოა გამოხატუ­ლი იყოს ფიქრის ან ქმედების ფორმით. გამოავლენ თუ არა რეაქციას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მო­ტივირებული ხარ და რამდენად დიდი ძალისხმევაა დაკავ­შირებული მოქმედებასთან.

თუ ცალკეული ქმედება იმა­ ზე მეტ ფიზიკურ ან გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ამის გაღების სურვილი გაქვს, მაშინ არ იმოქმე­დებ. შენი რეაქცია ასევე დამოკიდებულია შენს უნარზე. მარტივად ჟღერს, მაგრამ ჩვევა მხოლოდ მაშინ ყალიბდე­ბა, როცა მისი შესრულების ძალა შეგწევს. თუ გინდა, კა­ლათბურთის ბურთი ფარში ჩატენო, მაგრამ საკმარისად მაღალი არ ხარ, რომ მას მისწვდე, იღბალი შენ მხარეს არ არის.

დაბოლოს, რეაქციას მოაქვს ჯილდო. ჯილდო ნების­ მიერი ჩვევის საბოლოო მიზანია. სიგნალი ამჩნევს ჯილ­დოს; სურვილი ჯილდოს მიღებისკენ მისწრაფებაა; რე­აქცია ჯილდოს მოპოვება. ჯილდოს მიღებისკენ ვისწ­ რაფვით, რადგან მას ორი დანიშნულება აქვს: (1) მოაქვს კმაყოფილების გრძნობა და (2) გვასწავლის.

წაიკითხეთ ვრცლად წიგნში ატომური ჩვევები