“ატომური ჩვევები” სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას

უნდა ვაღიარო, თავდაპირველად, წიგნის მიმართ სკეპტი­კურად განვეწყე. გარკვეული სტერეოტიპების ტყვეობაში აღმოვჩნდი. ესეც ჩვევაა, თუმცა ცუდი.

სათაური ზედმეტად ამბიციური მომეჩვენა, ავტორიც სრულიად უცნობი იყო და წიგნის ორიგინალის გამოსვლიდან ცოტა დრო იყო გასული. თითქოს ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ წიგნის არნახული პოპულარობა უფრო ე.წ. ჰაიპის, ვიდრე მისი შინაარსობრივი ღირებულების შედეგი.

საბედნიეროდ, შევცდი.

წიგნის პირველივე გვერდიდან მივხვდი, რომ „ატომური ჩვევები” ის იყო, რის გამოც მიყვარს ბიზნესლიტერატურის კითხვა – მიბიძგოს ცვლილებისკენ, გაამდიდროს ჩემი გა­მოცდილება და ახალი ცოდნით გააუმჯობესოს ჩემი პირადი და პროფესიული ცხოვრება.

ეს წიგნი საინტერესოცაა და სასარგებლოც. სასარგებ­ლოა იმიტომ, რომ შენი შეძენილი თუ შესაძენი ჩვევების ჩა­მოყალიბების დეტალურ ახსნას გთავაზობს, ყოფს მათ უმცი­რეს ნაწილებად და მათი წარმოქმნის მექანიზმების რეალურ ბუნებას წარმოადგენს, ხოლო საინტერესოა, რადგან მთლია­ნად დაფუძნებულია ავტორის წარმატებულ პრაქტიკულ გა­მოცდილებაზე, რომელსაც რევოლუციური და თანამედროვე თეორიები უმყარებს ზურგს.

შედეგად, ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევების” სახით გვაქვს ატომური ჩვევების შექმნის მოწინავე მეთოდოლო­გიაც და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლების უნიკალური შესაძლებლობაც.

შთამბეჭდავი ისიცაა, რომ პრაქტიკული რჩევები მარტივი და ყველასთვის გასაგები ენითაა გადმოცემული. რთული სა­მეცნიერო ტერმინებისგან თავისუფალია წიგნის ლექსიკაც. ქართულ ენაზე მთარგმნელისა და სარედაქციო კოლეგიის დამსახურებით კი ამ წიგნის კითხვა ერთგვარ სიამოვნებად გექცევათ.

„ატომური ჩვევები” არის წიგნი ყველასთვის!

სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას.

მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბე­ბისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა. გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.