ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასი სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში
![](https://books.com.ge/wp-content/uploads/2020/07/samtsxe-javaxetis-leqtsia.png)
26 ივნისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისთვის, “ჯეპრასა“ და “ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით, სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია-მასტერკლასი „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესი” გაიმართა.
მასტერკლასი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან;
- რა განსაზღვრავს წარმატებას;
- სად უნდა ეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში;
- მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები;
- რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს რეგიონებში ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასების ტურნეს ფარგლებში.