5 გაკვეთილი რომელსაც ისწავლი წიგნში “ატომური ჩვევები”
ადამიანის ქცევა გამუდმებით იცვლება: სიტუაციიდან სიტუაციამდე, მომენტიდან მომენტამდე, წამიდან წამამდე.
წიგნი “ატომური ჩვევები” არის იმაზე, რაც არ იცვლება. ეს ის მუდმივი პრინციპებია, რომლებსაც შეგიძლია ყოველთვის დაეყრდნო. ეს არის ის იდეები, რომლებზეც შეგიძლია ააგო შენი ბიზნესი, ოჯახი და ცხოვრება.
უკეთესი ჩვევების გამომუშავების ერთადერთი სწორი გზა არ არსებობს, მაგრამ ეს წიგნი გიჩვენებს საუკეთესო გზას, რომელიც ჩვენთვისაა ცნობილი. მიდგომას, რომელიც ეფექტური იქნება, განურჩევლად იმისა, თუ რით იწყებ და რისი შეცვლა გსურს.
მანამ სანამ წიგნს წაიკითხავთ, თვალი გადაავლეთ 5 მნიშვნელოვან გაკვეთილს, რომელსაც მისი კითხვისას ისწავლით.
გაკვეთილი #1 – ყოველდღე 1%-ით უკეთესი
ის, რაც იწყება მცირედი გამარჯვებით ან უმნიშვნელო უკუსვლით, აკუმულირდება და უფრო მასშტაბურ რაღაცაში გადაიზრდება. თუ ყოველდღიურად შეძლებ, რომ ერთი პროცენტით უკეთესი გახდე, მიაღწევ თითქმის 37-ჯერ გაუმჯობესებულ შედეგებს ერთი წლის თავზე.
თვითგანვითარების ჩვევები რთული მათემატიკური პროცენტივით მუშაობს. როგორც თანხა მრავლდება რთული პროცენტის დარიცხვით, ასევე, შენი ჩვევების შედეგიც მრავლდება გამეორებასთან ერთად.
წიგნში, ქლიერი გვირჩევს, რომ დავივიწყოთ მიზნები და აქცენტი სისტემაზე გავაკეთოთ.
გაკვეთლი #2 – შეცვალეთ იდენტობა, რათა შეცვალოთ თქვენი ჩვევები
ბევრი ადამიანი საკუთარი ჩვევების შეცვლის პროცესს იწყებს აქცენტირებით იმაზე, თუ რისი მიღწევა სურს. ამას შედეგზე დამყარებული ჩვევების ჩამოყალიბება მოსდევს. მისი ალტერნატივაა იდენტობაზე დამყარებული ჩვევების გამომუშავება. ამ მიდგომით პროცესს ვიწყებთ იმაზე აქცენტირებით, თუ ვინ გვსურს გავხდეთ.
წარმოიდგინე, ორი ადამიანი ცდილობს, სიგარეტის მოწევის ცდუნებას გაუძლოს. შეთავაზებულ სიგარეტზე ერთი ამბობს: “არა, გმადლობთ. ვცდილობ, თავი დავანებო”. ეს პასუხი ადეკვატური ჩანს, ოღონდ ადამიანს თავი ჯერაც მიაჩნია მწეველად, რომელიც ცდილობს, სხვა ადამიანი გახდეს. იმედი აქვს, რომ მისი ქცევა შეიცვლება, მაგრამ მისი უწინდელი შეხედულება არ შეცვლილა. მეორე ადამიანი უარს ამბობს სიტყვებით: “არა, გმად ლობთ. არ ვეწევი”. განსხვავება მცირეა, მაგრამ ეს განცხადება იდენტობის ცვლილებაზე მიანიშნებს. მოწევა იყო მისი ძველი და არა ამჟამინდელი ყოველდღიურობის ნაწილი. ის თავს აღარ აღიქვამს ადამიანად, რომელიც ეწევა.
ქლიერი გვთავაზობს ქცევის ცვლილების სამ დონეს:
იმისათვის, რომ მუცლის პრესი გქონდეს (შედეგი), შენ მუდმივად უნდა ივარჯიშო და იკვებო სწორად (პროცესი), რათა გახდე ადამიანი რომელსაც მუცლის პრესი აქვს (იდენტობა).
გაკვეთილი #3 – ქცევის ცვლილების ოთხი წესი
ადამიანის ქცევის გასაგებად მრავალი ფილოსოფია და მოდელია შემუშავებული, რომელიც ათასობით წელს ითვლის. “ატომური ჩვევების” ავტორი სწორედ ამ ქცევის გაგებისა და ამასთან ცვლილების გზას გვთავაზობს.
არსებობს 4 მარტივი წესი კარგი ჩვევების გამომუშავებისა და ცუდისგან გათავისუფლებისათვის. შეგიძლიათ თითოეული წესი წარმოიდგინოთ როგორც ბერკეტი, რომელიც ადამიანის ქცევაზე ახდენს გავლენას.
- სიგნალი
- სურვილი
- რეაქცია
- ჯილდო
ამ მოდელის მიხედვით ყავის დალევის ჩვევა გამოიყურება შემდეგნაირად:
- სიგნალი – იღვიძებ
- სურვილი – გინდა გამოფხიზლდე
- რეაქცია– სვამ ერთ ჭიქა ყავას
- ჯილდო – შენ იკმაყოფილებ შენს სურვილს გამოსაფხიზლებლად. ყავის დალევა იწვევს გაღვიძებასთან ასოციაციას.
კარგი ჩვევების გამომუშავება ზედმეტი ძალისხმევის გარეშეა შესაძლებელი. როცა ისინი არასწორ პოზიციებზეა განლაგებული, ჩვევების ჩამოყალიბება თითქმის შეუძლებელი ხდება.
გაკვეთილი #4 – როგორ ჩამოვაყალიბოთ ვარჯიშის ჩვევა
ამ მოდელის გამოყენებით, ახლა უკვე შეძლებთ კარგი ჩვევების ჩამოყალიბებას.
- სიგნალი – გააცხადე.
- სურვილი – აქციე მიმზიდველად
- რეაქცია – გაამარტივე
- ჯილდო – აქციე სასიამოვნოდ.
ახლა ვნახოთ როგორ მიესადაგება ეს წესები ვარჯიშის
- სიგნალი – გააცხადე => სავარჯიშო ტანსაცმელი დადეთ გამოსაჩენ ადგილას.
- სურვილი – აქციე მიმზიდველად=> მიჰყევით ისეთ სავარჯიშო რუტინას რომელიც სახალისოა და ერგება თქვენს დღის წესრიგს.
- რეაქცია – გაამრტივე=> ივარჯიშე სახლში, ან შეარჩიე ისეთი სავარჯიშო დარბაზი, რომელიც სამსახურიდან-სახლამდე გზაზეა.
- ჯილდო – აქციე სასიამოვნოდ => აწარმოე ვარჯიშის დღიური. პროგრესი უკეთეს გრძნობას გაგიჩენს.
გაკვეთილი #5 – ოქროსთმიანი გოგონას (Goldilocks) წესი: როგორ უნდა შეინარჩუნო მოტივაცია პირად და საქმიან ცხოვრებაში
“ოქროსთმიანი გოგონას წესის” თანახმად, ადამიანები მოტივაციის პიკზე არიან, როდესაც მუშაობენ ისეთ რამეზე, რაც მათი შესაძლებლობების ზღვარზეა, არც ძალიან ძნელია, არც ძალიან ადვილი. უბრალოდ, შესაფერისია.
როდესაც ახალ ჩვევაზე მუშაობას იწყებ, მნიშვნელოვანია, ქცევა ისეთი იოლი იყოს, რომ შენარჩუნება მაშინაც კი შეძლო, როცა მის შესასრულებლად სასურველი პირობები არ გექნება. მას შემდეგ, რაც ჩვევა ჩამოყალიბდება, საჭიროა წინსვლა მცირე ნაბიჯებით. ეს მცირედი გაუმჯობესებები და ახალი ამოცანები შეგინარჩუნებს გატაცებას და თუ ოქროსთმიანი გოგონას ზონაში მოხვდები, შეგიძლია მიაღწიო “დინების მდგომარეობას”.