როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს: ონლაინ სავარჯიშო
წარმოიდგინეთ თავი მომხმარებლის ადგილას.
რამდენად კარგად ერკვევით თქვენი მომხმარებლის ამოცანებში, სატკივარსა და სარგებელში? შეადგინეთ მომხმარებლის პროფილი.
მიზანი: ვიზუალურად, გასაგებ ფორმატში წარმოადგინეთ, თუ რა არის მნიშვნელოვანი თქვენი მომხმარებლისთვის.
შედეგი: მომხმარებლის ერთგვერიანი ქმედობაუნარიანი პროფილი
მომხმარებლის პროფილის გამოყენებაში გასავარჯიშებლად შეადგინეთ არსებულ მომხმარებელთა სეგმენტების ნუსხა. თუ ახალ იდეაზე მუშაობთ, მოინიშნეთ მომხმარებელთა სეგმენტი, რომლისთვისაც ღირებულების შეთავაზებას გეგმავთ.
1. ჩამოტვირთეთ მომხმარებლის პროფილის ტილო.
2. მოიმარჯვეთ მომცრო თვითწებადი ქაღალდების დასტა.
3. შეადგინეთ თქვენი მომხმარებლის პროფილი.
შეარჩიეთ მომხმარებელთა სეგმენტი, რომლის პროფილის შედგენასაც გეგმავთ;
დაადგინეთ მომხმარებლის ამოცანები, იკითხეთ, რა ამოცანების შესრულებას ცდილობენ თქვენი მომხმარებლები. ჩამოწერეთ ყველა ამოცანა; თითოეული ცალკე სტიკერზე დაწერეთ.
დაადგინეთ მომხმარებლის სატკივარი. რა სატკივარი აქვს თქვენს მომხმარებლებს? ჩამოწერეთ ყველა, რაც მოგაფიქრდებათ, მათ შორის – დაბრკოლებები და რისკები.
დაადგინეთ მომხმარებლის სარგებელი. რა შედეგებისა და უპირატესობების მიღება სურს? ჩამოწერეთ ყველა სარგებელი, რომელიც მოგაფიქრდებათ.
დაყავით ამოცანები, სატკივარი და სარგებელი პრიორიტეტების მიხედვით. ერთ სვეტში ჩამოწერეთ ამოცანები, სატკივარი და სარგებელი; სვეტის ზედა ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები, უმწვავესი სატკივარი და აუცილებელი სარგებელი მონიშნეთ; ზომიერი სარგებელი კი სვეტის ქვედა ნაწილში მოაქციეთ.
წაიკითხეთ წიგნი სრულად.