fbpx

ღირებული შეთავაზების ფორმირება

ანოტაცია:

თუ გიგრძვნიათ უკმაყოფილება იმის გამო, რომ პროდუქტის შესახებ შეხვედრები არაპროდუქტიულია, რომ ახალი პროდუქტის შექმნა მხოლოდ ვარაუდებსა და ინტუიციაზეა დაფუძნებული, გიმუშავიათ თამამ, ბრწყინალე იდეაზე, რომელმაც საბოლოო ჯამში წარუმატებლობამდე მიგიყვანათ, მაშინ ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა.

წიგნი „ღირებული შეთავაზების ფორმირება“ დაგეხმარებათ კარგად გაიაზროთ ღირებული შეთავაზების შექმნის ნიმუშები, შეაფასოთ თქვენი გუნდი, თავიდან აიცილოთ დროის დაკარგვა ისეთ იდეებზე, რომლებიც შედეგს არ მოიტანს, უკეთ გაუგოთ მომხმარებლებს და იყოთ წარმატებული. ეს არის პრაქტიკული წიგნი, სავსე მეთოდიკებით, მაგალითებით, სქემებითა და რჩევებით.

ღირებული შეთავაზების ტილო ბიზნესმოდელის ტილოს მნიშვნელოვანი კომპანიონია. ეს არის მეთოდი, რომელსაც გლობალურად იყენებენ, როგორც სტარტაპები, ასევე დიდი კორპორაციები, როგორებიცაა მასტერქარდი, 3M, კოკა-კოლა, ფუჯითსუ, ლეგო, ქოლგეით-პალმოლივი და სხვა.

ალექს ოსტერვალდერი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის“თანაავტორი და ცნობილი ბიზნესმოდელის ტილოს თანაშემქმნელია. 2010 წელს მან შექმნა სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია Strategyzer, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც 5 მილიონ ადამიანზე მეტმა გამოიყენა ბიზნესმოდელის ტილო თავისი ბიზნესის განსავითარებლად. მისი თქმით, იგი შეპყრობილია სურვილით „გახადოს სტრატეგია, ინოვაცია და მეწარმეობა მარტივი, პრაქტიკული და ხელსაყრელი“. სწორედ ამ სურვილს ეხმაურება მისი წიგნები და ბიზნესმოდელის ტილო.

გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×

ღირებული შეთავაზების ფორმირება

biblusi.ge

ღირებული შეთავაზების ფორმირება წიგნი ყდა