7 შეკითხვა თქვენი ბიზნესმოდელის პროექტის შესაფასებლად

საუკეთესო ღირებული შეთავაზებები საუკეთესო ბიზნესმოდელებში უნდა ჩასვათ. ზოგიერთი მათგანი უკეთესად შედგენილი იქნება და უკეთეს ფინანსურ შედეგს მოიტანს, მისაბაძად რთულიც იქნება და კონკურენტების ნიმუშებსაც აჯობებს. უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შვიდ შეკითხვას და თქვენი ბიზნესმოდელი სათანადო ქულებით შეაფასეთ:

1. კომპანიის გამოცვლით გამოწვეული ხარჯები რამდენად გაუჭირდება ან გაუადვილდება მომხმარებელს სხვა კომპანიაზე გადართვა?

ჩემი მომხმარებლები წლებია არ მტოვებენ. (0-10)

ჩემს მომხმარებელს ჩემგან წასვლაში არაფერი უშლის ხელს. (0-10)

2. რეგულარული შემოსავლები. ხომ არ ითხოვს ახალ ძალისხმევას ყოველი ახალი გაყიდვა, თუ შემოსავლები და შესყიდვები გარანტირებულია?

ჩემი გაყიდვების 100%-ს ავტომატურად, რეგულარული შემოსავლებისკენ მივყავართ. (0-10)

ჩემი გაყიდვების 100% ერთჯერადია (0-10)

3. შემოსსავლები VS ხარჯები. შემოსავლები იმაზე უფრო ადრე შემოგდით, ვიდრე ხარჯებს სწევთ? 

ჩემი შემოსავლების 100%-ს საქონელსა და მომსახურებაზე ხარჯების გაწევამდე ვიღებ. (0-10)

ჩემი საქონლისა და მომსახურების ხარჯების 100 პროცენტს შემოსავლების მიღებამდე ვწევ. (0-10)

4. ხარჯების სტრუქტურა, რომელიც თამაშის წესებს ცვლის. არის თუ არა თქვენი ხარჯების სტრუქტურა კონკურენტებისაზე გაცილებით უკეთესი?

ჩემი ხარჯების სტრუქტურა კონკურენტებისაზე სულ მცირე 30%-ით ნაკლებია. (0-10)

ჩემი ხარჯების სტრუქტურა კონკურენტებისას სულ მცირე 30%-ით აღემატება. (0-10)

5. საქმიანობის სხვებზე გადაცემა. რამდენად უბიძგებს თქვენი ბიზნესმოდელი მომხმარებელს ან მესამე მხარეს, ღირებულება უსასყიდლოდ შეგიქმნან?

ჩემი ბიზნესმოდელის ღირებულების 100%-ს სრულიად უსასყიდლოდ ქმნიან გარე მხარეები. (0-10)

ჩემი ბიზნესმოდელის შექმნილი ღირებულების ყველა ხარჯს მე ვწევ. (0-10)

6. მასშტაბურობა. რამდენად ადვილად შეუძლია თქვენს ორგანიზაციას გაიზარდოს ისე, რომ გზაზე დაბრკოლებებმა (მაგ., ინფრასტრუქტურულმა, მომხმარებლის მხარდაჭერის, თანამშრომელთა აყვანის კუთხით) არ შეგაშინოთ?

ჩემი ბიზნესმოდელი, ფაქტობრივად, შეუზღუდავ ზრდას უზრუნველყოფს. (0-10)

ჩემი ბიზნესმოდელის გაზრდას მნიშვნელოვანი რესურსები და ძალისხმევა სჭირდება. (0-10)

7. კონკურენციისგან დაცვა. რამდენად კარგად გიცავთ თქვენი ბიზნესმოდელი კონკურენტებისგან?

ჩემს ბიზნესმოდელს ძნელად დასაძლევი ჯებირები იცავს. (0-10)

ჩემი ბიზნესმოდელი ადვილად მოწყვლადია, რის გამოც კონკურენციისგან დაუცველი ვარ. (0-10)