როგორ გამოვცადოთ პროდუქტი მომხმარებელზე

მომხმარებლის ჩამოყალიბება ოთხ­ საფეხურიანი პროცესია, რომელიც ყოფილმა მეწარმემ, შემდგომში მწერალმა და თეორეტიკოსმა, სტივ ბლენკმა შემოგვთავაზა.

მისი საკვან­ძო დებულებაა – კომპანიის ოფისში უდავო ფაქტები არ არსებობს, იდეე­ბის ხორცშესხმის დაწყებამდე ისინი მომხმარებლებსა და დაინტერესებულ პირებზე (მაგ., ქსელის ან სხვა მთავარ პარტნიორებზე) უნდა გამოცადოთ.

წიგნში “ღირებული შეთავაზების ფორმირება” მომხმარებლის ჩამოყალიბების პროცესს ღირებული შეთავაზებისა და ბიზნესმოდელის ტილოს საფუძველში არსებული ვარაუდების გამოსაცდე­ლად ვიყენებთ.

მომხმარებლის აღმოჩენა

გადით შენობიდან და თქვენი მომხმარებ­ლების საქმიანობა, სატკივარი და სარგებე­ ლი დაადგინეთ. გამოიკვლიეთ, რისი შეთა­ ვაზება შეგიძლიათ მათი სატკივრის დასაა­ მებლად და სარგებლის უზრუნველსაყოფად.

მომხმარებლის შემომტკიცება

ჩაატარეთ კვლევა და დაადგინეთ, რამდენად აფასებენ მომხმარებლე­ბი იმას, რითიც თქვენი პროდუქტი და მომსახურება მათ სატკივარს მოუგვა­ რებს და სარგებელს მოუტანს.

მომხმარებლის მოძიება

შეუდექით საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემუშავებას. მოიზიდეთ კლიენტები თქვენი გაყიდვების არხებით და ამ საქმიანობის მასშტაბურობის დად­გენა დაიწყეთ.

კომპანიის ჩამოყალიბება

კვლევისა და ცდებისთვის შექმნი­ ლი დროებითი სისტემიდან გადა­ დით ისეთ სტრუქტურაზე, რომლი­ თაც დადასტურებული მოდელის ხორცშესხმას შეძლებთ.

ძიება VS განხორციელება

ძიების ფაზის მიზანია, ცდების გზით დაადგინოთ, რომელი ღირებული შეთავაზება გაყიდის კარგად და რო­მელი ბიზნესმოდელი გაამართლებს. ამ ფაზაში, როდესაც ყველა მნიშვნე­ლოვან თეორიას გამოცდით, თქვენი ტილოები მკვეთრად შეიცვლება და გაუმჯობესდება. განხორციელებისა და მასშტაბურობის დადგენის ეტაპზე ყველა იდეის ქმედითობის დადასტუ­რების შემდეგ გადადით ამ პროცესის საწყის ეტაპებზე. ტილოები მეყსეუ­ლად შეიცვლება, ცდების გზით მოპო­ვებული ცოდნის მატებასთან ერთად კი უფრო გამყარდება.

რჩევა

ჩაიწერეთ თითოეული ჰიპოთეზა და ყველაფერი, რაც გამოცადეთ და რაც აითვისეთ. ღირებული შეთავაზები­სა და ბიზნესმოდელის ტილოებით აღწერეთ საწყისი იდეიდან და სას­ტარტო წერტილიდან დაწყებული სიცოცხლისუნარიანი ღირებული შეთავაზებისა და ბიზნესმოდელის შექმნამდე განვლილი გზა. თუ მიღ­წეულ პროგრესსა და მოპოვებულ მტკიცებულებებს ჩაიწერთ, საჭიროების შემთხვევაში, მათ გამოყენებას შეძლებთ.