მიგნებები წიგნიდან „ნულიდან ერთამდე“
თუ გჭირდებათ ბიძგი და საჭირო ინფორმაცია ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპის განვითარების თითოეულ ეტაპზე, თუ იღებთ თამამ გადაწყვეტილებებს ახალი კომპანიების, პროდუქტების, ინდუსტრიების ან ნებისმიერი სიახლის შესაქმნელად, მაშინ სწორედ თქვენს შესაფერის წიგნს მიაგენით.
გიზიარებთ რამოდენიმე მნიშვნელოვან მიგნებას წიგნიდან:
1. კონკურენცია ამცირებს მოგებას
როდესაც კონკურენცია იზრდება, მოგება მცირდება.
2. გამოიგონეთ ახალი კომპანია და შექმენით მონოპოლია
როგორია თქვენთვის ღირებული კომპანია, რომელიც ჯერ არ არსებობს?
ახალი პროდუქტის შექმნა, რომელიც მონოპოლიას აღწევს, უფრო მომგებიანია, ვიდრე არსებულ ბაზარზე კონკურენტული პროდუქტი.
3. დაიწყეთ მცირედით და იქეცით მონოპოლისტად
სტარტაპმა ძალიან პატარა ბაზარზე უნდა დაიწყოს საქმიანობა და შეცდომები პატარა საქმის დასაწყისში დაუშვას. ამას მარტივი მიზეზი აქვს: მონოპოლიური პოზიციის დაკავება მცირე ბაზარზე უფრო ადვილია, ვიდრე დიდზე.
4. რეპუტაცია და დიფერენციაცია
რაც უფრო განსხვავებულ პროდუქტსა თუ სერვისს ფლობ, მით ნაკლებ კონკურენციაში ხარ ჩართული. ნაკლები კონკურენციით კი მოგება ბევრად უფრო დიდია.
5. გაყიდვები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც პროდუქტი
გაყიდვები, ხშირად, უფრო მნიშვნელოვანია. გაყიდვების გარეშე გაფართოება რთულია. გაყიდვების მეშვეობით გაფართოება და ინვესტიციების მოზიდვა ბევრად მარტივი.
6. ბანალურობას რისკიანობა და სითამამე ჯობს
იმისთვის, რომ იყო განსხვავეული, გამბედაობაა აუცილებელი. იყავი გამბედავი და გარისკე, თუ კი გსურს მიაღწიო წარმატებას.