მიგნებები წიგნიდან „კარგიდან საუკეთესომდე“

მენეჯმენტის პროფესორმა, ჯიმ კოლინზმა წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“ 2001 წელს გამოსცა. წიგნი კვლევითი პროექტია, რომელსაც თავად ჯიმ კოლინზი უძღვებოდა: იგი იკვლევდა ასობით კომპანიას, რათა გამოევლინა მათგან ისინი, რომლებიც „კარგიდან“ გახდნენ „საუკეთესოები“ მაშინ, როდესაც მათმა კონკურენტებმა ეს ვერ შეძლეს.

კოლინზი და მისი გუნდი ცდილობდა, აღმოეჩინათ, თუ რა გააკეთეს „საუკეთესო“ კოპანიებმა სხვებისგან და ძირითადი ბაზრისგან განსხვავებულად.

წიგნი ნამდვილი ბესტსელერი გახდა მენეჯმენტის სტრატეგიის მიმართულებით, რომელიც გვასწავლის, თუ როგორ შევუწყოთ ხელი კომპანიას, გახდეს წარმატებული.

ამ ბლოგპოსტში წარმოგიდგენთ რამოდენიმე მიგნებას, რომლის გათვალისწინებაც ნებისმიერი დონის ხელმძღვანელს შეუძლია:

კვლევების შედეგად კოლინზი მიხვდა, რომ ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: აღმასრულებელი დირექტორის კომპენსაცია, ტექნოლოგია, შენაძენები, ცვლილების მენეჯმენტის ინიციატივები –  დიდ როლს არ თამაშობდნენ კომპანიის „კარგიდან“ „საუკეთესოდ“ გარდაქმნის პროცესში. ამის ნაცვლად, კოლინზმა დაადგინა, რომ წარმატება სამი ძირითადი ფაქტორის შედეგია:

  • დისციპლინირებული ადამიანები
  • დისციპლინირებული აზროვნება
  • დისციპლინირებული მოქმედება

მოდით განვიხილოთ თითოეული მათგანი:

დისციპლინირებული ადამიანები

მე-5 დონის ლიდერობა: კოლინზმა აღმოაჩინა, რომ „საუკეთესო“ კომპანიების საერთო მახასიათებელი: საუკეთესო ლიდერობა იყო. კოლინზმა “მე-5 დონის ლიდერი” კარგიდან საუკეთესომდე გარდაქმნის მთავარ წყაროდ წარმოგვიჩინა:

მე–5 დონის ლიდერები უკეთეს შედეგებს აღწევენ, ვიდრე მე–4 დონის ”სტრატეგიული და ეფექტური” ლიდერები. ისინი საკუთარ საჭიროებებს უკან სწევენ და იღწვიან მთავარი მიზნისთვის – შექმნან საუკეთესო კომპანია. მათი პირველი და უმთავრესი ამბიცია ორგანიზაციის ინტერესებისკენ არის მიმართული.

კოლინზმა აღმოაჩინა, რომ მე-5 დონის ლიდერები ტოვებენ მემკვიდრეებს, რომლებსაც მომდევნო თაობებისთვის მეტი წარმატება მოაქვთ, ხოლო ეგოცენტრული მე-4 დონის ლიდერები წარუმატებლობის მომტან მემკვიდრეებს ტოვებენ.

რაც განსაკუთრებით აღსანიშნია, მე-5 დონის ლიდერებს განსაკუთრებული მოთხოვნილება აქვთ, მიაღწიონ საუკეთესო შედეგს და შეინარჩუნონ ის. ისინი ყველაფერს აკეთებენ დიდებული კომპანიის შესაქმნელად.

დისციპლინირებული აზროვნება

ზღარბის კონცეფცია: საუკეთესო კომპანიები ზღარბებს გვანან – მარტივ, მოუქნელ არსებებს, რომლებმაც იციან ერთი მნიშვნელოვანი რაღაც და მტკიცედ მიჰყვებიან მას. სხვა კომპანიები უფრო მელიებს გვანან – მოხერხებულ, ეშმაკ არსებებს, რომლებმაც ბევრი რამ იციან, მაგრამ არათანმიმდევრულები არიან.

დისციპლინირებული მოქმედება

დისციპლინის კულტურა:  ხანგრძლივი, მდგრადი შედეგების მიღწევა დამოკიდებულია ისეთი კორპორაციული კულტურის ჩამოყალიბებაზე, სადაც დისციპლინირებული ადამიანები დისციპლინირებულად მოქმედებენ.

მნიშვნელოვანია, დისციპლინირებულ აზროვნებას, დისციპლინირებული მოქმედება მოსდევდეს.

თუმცა, აუცილებელია დისციპლინის კულტურისა და ტირანიის გამიჯვნა შეძლოთ ერთმანეთისგან – აქედან პირველი ძალიან ეფექტურია, ხოლოდ მეორე – უკიდურესად არაეფექტური. აღმასრულებელი დირექტორები, რომლებიც დისციპლინას საკუთარი პიროვნული ძლიერებით აღწევენ, ჩვეულებრივ, ხანრძლივ შედეგებს ვერ აღწევენ.

ტექნოლოგიები – დამაჩქარებლები:  საუკეთესო კომპანიები ტექნოლოგიებსა და ტექნოლოგიურ ცვლილებებს საშუალო დონის კომპანიებისგან განსხვავებულად განიხილავენ. ისინი არ იყენებენ მოდურ ტექნოლოგიებს, თუმცა არიან გულდასმით და ფრთხილად შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენებით პიონერები.

„საუკეთესო კომპანიების ხელმძღვანელებთან ჩატარებული 84 ინტერვიუდან 80%-ს ინტერვიუს დროს არც კი უხსენებია ტექნოლოგიები, როგორც მათი წარმატების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეს ეხება კომპანიებსაც, რომლებიც ცნობილი არიან, როგორც ტექნოლოგიების გამოყენების პიონერები“.

ჯიმ კოლინზის წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“ საინტერესო და ღირებული მიგნებებისა ნაკრებია, რომელიც დაგანახებთ, როგორ მოახდინოთ კომპანიის ტრანსფორმაცია კარგიდან საუკეთესომდე. ბლოგპოსტში მოცემული მიგნებები მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმასთან შედარებით, რასაც წიგნში წაიკითხავთ და აღმოაჩენთ.