ნულიდან ერთამდე

ანოტაცია:

გადადგი ნაბიჯი ნულიდან ერთამდე – ანუ არაფრისგან შექმენი ის, რისი ანალოგიც ჯერ არავის გამოუგონია! პიტერ თილი გირჩევთ: თუ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება და წარმატების მიღწევა გსურთ, აუცილებელია ეძებოთ ახალი გზები და შექმნათ ინოვაციური პროდუქტები, რომელთა მსგავსიც ჯერ არავის შეუქმნია.

მართალია, ეს რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ პიტერ თილი წიგნში იმ საიდუმლოებებსაც გაგიმხელთ, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას აუცილებლად გაგიმარტივებთ. წიგნის მიზანია გაგიჩინოთ კითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს დაუსვამთ იდეის ჩამოყალიბებისა და შემდგომ მისი ბიზნესად გადაქცევის პროცესში.

დაიმახსოვრეთ, მომხმარებლები თქვენგან სრულიად ახალ პროდუქტს ელიან. თუ სტარტაპის შექმნისას ეს არ დაგავიწყდებათ, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ.

მეწარმეობის სწავლისთვის ერთი უტყუარი ფორმულა არ არსებობს. ნებისმიერი სიახლე თავისთავად უნიკალურია. მთავარია, გქონდეთ სწორი ხედვა და ახლებურად გაიაზროთ პროგრესი, ინოვაცია, რაშიც ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ.

თუ გჭირდებათ ბიძგი და საჭირო ინფორმაცია ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპის განვითარების თითოეულ ეტაპზე, თუ იღებთ თამამ გადაწყვეტილებებს ახალი კომპანიების, პროდუქტების, ინდუსტრიების ან ნებისმიერი სიახლის შესაქმნელად, მაშინ სწორედ თქვენს შესაფერის წიგნს მიაგენით.

პიტერ თილი – არის მეწარმე და ინვესტორი, Pay-Pal-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორი. Pay-Pal-ის საშუალებით მან სწრაფი და დაცული ონლაინვაჭრობის ახალ ეპოქას დაუდო საფუძველი. 2004 წლიდან პიტერი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრია. იმავე წელს მან შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Palantir Technologies-ი, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით, მნიშვნელოვნად აფართოებს ადამიანის ანალიტიკურ შესაძლებლობებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ეროვნული უსაფრთხოება და მსოფლიო ფინანსები. თავის დროზე მანვე დააფინანსა LinkedIn-ი, Yelp-ი და ათობით სხვა წარმატებული სტარტაპი, რომელთა უმეტესობასაც მისი ყოფილი კოლეგები ხელმძღვანელობდნენ და რომლებიც ამის გამო “Pay-Pal-ის მაფიად” მონათლეს. პიტერ თილი არის სილიკონის ველის ერთ-ერთი წარმატებული კომპანიის, Founders Fund-ის პარტნიორიც, რომელმაც დაააფინანსა ისეთი სტარტაპები, როგორებიცაა SpaceX-ი და Airbnb-ი. მანვე წამოიწყო პროგრამა Thiel Fellowship-ი, რომელიც უბიძგებს ახალგაზრდა ადამიანებს, სასწავლებლის ნაცვლად, სამუშაო გარემოში მიიღონ განათლება. ის ხელმძღვანელობს Thiel Foundation-ს, რომელიც მუშაობს ტექნიკური პროგრესის ხელშეწყობასა და გრძელვადიანი სამომავლო პერსპექტივების პროგნიოზირებაზე.

ბლეიკ მასტერსი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი, როცა 2012 წელს პიტერ თილის ლექციათა კურსთან (“Computer Science 183: Startup”) დაკავშირებული მისი კომენტარები ინტერნეტის სენსაციად იქცა. დღეს იგი Thiel Foundation-ის პრეზიდენტი და Thiel Capital-ის უფროსი ოპერაციული მენეჯერია.

გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×

ნულიდან ერთამდე

    [dynamichidden title "CF7_get_post_var key='title'"]

    biblusi.ge

    ფასი:16.95