ბიზნესმოდელის ნიმუში – არაფერი ზედმეტი
არაფერი ზედმეტის ბიზნესმოდელი მოსახერხებელია ისეთი კომპანიებისთვის, რომელთა მომხმარებელიც ფასებზე მგრძნობიარეა.
ნიმუშის მიხედვით, ღირებულების შექმნისას, კომპანია პროდუქტის ან/და მომსახურების შეთავაზებული ძირითადი ფასეულობის რეალიზაციისთვის, მხოლოდ საჭირო მინიმუმის გაკეთებაზეა კონცენტრირებული. დაზოგილი ხარჯები მომხმარებელს უნაწილდება.
ჩვეულებრივ, ამ ყველარის შედეგი უფრო დაბალმსყიდველობითუნარიანი კლიენტების ან შესყიდვის ნაკლები სურვილის მქონე მომხმარებლების ბაზის შექმნაა.
ბიზნესმოდელის ამ ნიმუშით სარგებლობს მაგალითად McDonald’s და მნიშვნელოვან მოგებასაც იღებს.
40-იან წლებში გაკოტრების პირას მყოფმა კომპანიამ ბიზნესმოდელის შეცვლა გადაწყვიტა შემდეგნაირად:
- შეამცირა პროდუქციის ასორტიმენტი
- ჭურჭელი ჩაანაცვლა ქაღალდის თეფშებით
- დანერგა ბურგერების მომზადების სწრაფი და იაფი მეთოდი
- დაითხოვა მომსახურე პერსონალის 2/3
- შემოიღო თვითმომსახურება
ამ ყველაფერს მოყვა ჰამბურგერების ფასის მკვეთრი ცვლილება და კომპანიის წარმატება.
არაფერი ზედმეტი დღესაც მაკდონალდსის ფილოსოფიის ნაწილია.
ㅤ
გაინტერესებთ მეტი ამ და სხვა წარმატებული ბიზნესმოდელების შესახებ?
წიგნში “ბიზნესმოდელების ნავიგატორი” შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს და უამრავი კომპანიის მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში.