ბიზნესმოდელის ნიმუში – ანალოგის შექმნა

ანალოგის შექმნის ბიზნესმოდელის მქონე კომპანიის მთავარი მიზანია არსებული ტექნოლოგიის/ პროდუქტების იმიტაცია და ოპტიმიზაცია.

ამგვარი მიდგომის უპირატესობებია:

  • უარის თქმა არასასურველ მახასიათებლებზე;
  • ძვირადღირებული მასალის უფრო იაფი კომპონენტებით ჩანაცვლება;
  • პროდუქტის იმ მომხმარებლებისთვის შეთავაზება, ვისაც ორიგინალის შეძენა არ შეუძლია.

ორიგინალის შემქმნელების შეცდომებზე სწავლისა და მათი გამოცდილების გათვალისწინებით, ხშირად იმიტაციას ორიგინალის წარმატების განმეორების შანსი აქვს.

მაგალითად, იაპონური საავტომობილო კომპანიები Toyota და Nissan იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის სატრანსპორტო საშუალებების აწყობა ესწავლათ, დასავლური წარმოების მანქანებს მუდმივად ყიდულობდნენ და შემდგომ მათ სტრუქტურას აანალიზებდნენ. შედეგდ მათ ბევრ დასავლურ კომპანიას მნიშვნელოვნად აჯობეს.

ამის მსგავსად ჩინურ ინდუსტრიაშიც ანალოგის შექმნის უამრავი ინოვაციური შემთხვევა გვხვდება.

გაინტერესებთ მეტი ამ და სხვა წარმატებული ბიზნესმოდელების შესახებ?

წიგნში “ბიზნესმოდელების ნავიგატორი” შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს და უამრავი კომპანიის მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში.