როგორ შევცვალოთ ბიზნესმოდელი კორონავირუსის კრიზისის დროს

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კრიზისულ სიტუაციებში არსებულ ვითარებაზე საპასუხო, მოკლევადიანი გეგმები არ არის მდგრადი გრძელვადიან პერსპექტივაში. დღევანდელი, კორონავირუსთან დაკავშირებული კრიზისი განსაკუთრებით მწვავეა და პროგნოზირებენ, რომ დიდხანს გაგრძელდება, რადგანაც მთელ მსოფლიოსა და საერთაშორისო ეკონომიკაზე იქონია დიდი გავლენა.

ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მიიღოთ გრძელვადიან შედეგებზე გათვლილი გადაწყვეტილებები, იყოთ მოქნილები და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოთ ცვლილებები თქვენს ბიზნესმოდელში. ამისათვის გირჩევთ, გამოიყენოთ მოსახერხებელი ხელსაწყო – ბიზნესმოდელის ტილო. მისი საშუალებით გააანალიზებთ თქვენს არსებულ ბიზნესმოდელს და მის თითოეულ შემადგენელ ნაწილს.

ქვემოთ მოცემულია ბიზნესმოდელის ტილო, რომელიც ადაპტირებულია კორონავირუსის კრიზისულ ვითარებაზე და გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც დაგეხმარებათ ახალი სიტუაციის შეფასებასა და საჭირო ცვლილებების განსაზღვრაში.

 

Corona Canvas by Mogalle, M. & Kluth, A. (2020) adapted from Osterwalder, A., Pigneur, Y., In Clark, T., & Smith, A. (2010): Business model generation: A handbook for visionaries, game changers, and challengers.

 

ბიზნესმოდელის ანალიზისა და ტრანსფორმაციის პროცესის გასამარტივებლად დაიხმარეთ შესაბამისი ბიზნესლიტერატურაც მაგალითად – „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“ და „ბიზნესმოდელების ნავიგატორი“, რომელშიც განხილულია მსოფლიოში წარმატებული ბინზესმოდელების 55 ნიმუში. მათ შორისაა მაგალითად, გაციფრულების ბიზნესმოდელი, რომელსაც დღევანდელ ვითარებაში განსაკუთრებით ბევრი კომპანია იყენებს.

ამ და სხვა ნიმუშების შესწავლით გაგიადვილდებათ მიხვდეთ ბიზნესმოდელის რა ნაწილი შეგიძლიათ შეცვალოთ და როგორ. შესაძლოა რაიმე ინოვაციური მოდელიც კი შექმნათ სხვადასხვა ნიმუშის კომბინაციით.