ბიზნესმოდელის ნიმუში – აფილაცია

აფილაციის ბიზნესმოდელის მქონე კომპანია მომხმარებლების მრავალფეროვანი და დიდი ბაზით სარგებლობს ისე, რომ გაყიდვებსა და მარკეტინგში დამატებით ძალისხმევას არ დებს.

აფილატორები, როგორც წესი მუშაობენ ონლაინ და არიან მაგალითად, ვებგვერდის მფლობელები, სადაც დამკვეთი კომპანიის საბანერო რეკლამას განათავსებენ, შემოსავალს კი ყოველი გაყიდვიდან ან ჩვენებიდან იღებენ.

ამ ბიზნესმოდელის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია Pinterest -ი, რომელმაც წარმატებას მიაღწია არა მხოლოდ საინტერესო დიზაინით, არამედ მიღებული საკომისიოების ჭკვიანური გამოყენებითაც და ამგვარად, წარმოუდგენლად მოკლე დროში Silicon Valley-ის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სტარტაპად იქცა.



გაინტერესებთ მეტი ამ და სხვა წარმატებული ბიზნესმოდელების შესახებ?

წიგნში “ბიზნესმოდელების ნავიგატორი” შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს და უამრავი კომპანიის მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში.