ბიზნესმოდელის ნიმუში – აიკიდო

ბიზნესმოდელის ნიმუშ “აიკიდოს” არსია გადააქციოს კონკურენტის ძლიერი მხარე მის სისუსტედ.

თუ ამ ბიზნესმოდელს ირჩევთ, ნიშნავს, რომ თქვენი წამოწყება თქვენი კონკურენტების მახასიათებლებისა და სიძლიერეებისგან მკვეთრად საპირისპიროა.
არ არის აუცილებელი, დიფერენციაციის ელემენტები ყოველთვის სიახლე იყოს. ისინი ხშირად სხვა სფეროდან გადმოაქვთ.

ამის ძალიან წარმატებული მაგალითია Cirque du Soleil, რომელმაც ცირკის კონცეფციიდან კულტურული ფენომენი შექმნა. მან სრულიად უარი თქვა ტრადიციული ცირკისთვის დამახასიათებელ წარმოდგენებზე ცხოველებისა და ცნობილი მსახიობების მონაწილეობით და ამის ნაცვლად გააერთიანა ოპერის, ბალეტის, თეატრისა და ქუჩის წარმოდგენების ელემენტები, რითიც ინდუსტრიაში სრულიად ახალი სტანდარტი შექმნა.

 

გაინტერესებთ მეტი ამ და სხვა წარმატებული კომპანიების შესახებ?

წიგნში “ბიზნესმოდელების ნავიგატორი” შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს და უამრავი კომპანიის მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში.