ნულიდან ერთამდე
გადადგი ნაბიჯი ნულიდან ერთამდე – ანუ არაფრისგან შექმენი ის, რისი ანალოგიც ჯერ არავის გამოუგონია! პიტერ თილი გირჩევთ: თუ ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება და წარმატების მიღწევა გსურთ, აუცილებელია ეძებოთ ახალი გზები და შექმნათ ინოვაციური პროდუქტები, რომელთა მსგავსიც ჯერ არავის შეუქმნია.
მართალია, ეს რთულად მოგეჩვენებათ, მაგრამ პიტერ თილი წიგნში იმ საიდუმლოებებსაც გაგიმხელთ, რომლებიც ამ მიზნის მიღწევას აუცილებლად გაგიმარტივებთ. წიგნის მიზანია გაგიჩინოთ კითხვები, რომლებსაც საკუთარ თავს დაუსვამთ იდეის ჩამოყალიბებისა და შემდგომ მისი ბიზნესად გადაქცევის პროცესში.
დაიმახსოვრეთ, მომხმარებლები თქვენგან სრულიად ახალ პროდუქტს ელიან. თუ სტარტაპის შექმნისას ეს არ დაგავიწყდებათ, მაშინ შეგიძლიათ თქვათ, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ერთი ნაბიჯი უკვე გადადგმული გაქვთ.
მეწარმეობის სწავლისთვის ერთი უტყუარი ფორმულა არ არსებობს. ნებისმიერი სიახლე თავისთავად უნიკალურია. მთავარია, გქონდეთ სწორი ხედვა და ახლებურად გაიაზროთ პროგრესი, ინოვაცია, რაშიც ეს წიგნი ნამდვილად დაგეხმარებათ.
თუ გჭირდებათ ბიძგი და საჭირო ინფორმაცია ბიზნესის დაწყებისა და სტარტაპის განვითარების თითოეულ ეტაპზე, თუ იღებთ თამამ გადაწყვეტილებებს ახალი კომპანიების, პროდუქტების, ინდუსტრიების ან ნებისმიერი სიახლის შესაქმნელად, მაშინ სწორედ თქვენს შესაფერის წიგნს მიაგენით.