5 გაკვეთილი რომელსაც ისწავლი წიგნიდან “ნულიდან ერთამდე”
პიტერ თილი – მეწარმე და ინვესტორი, Pay-Pal-ის დამაარსებელი და გენერალური დირექტორია. Pay-Pal-ის საშუალებით მან სწრაფი და დაცული ონლაინვაჭრობის ახალ ეპოქას დაუდო საფუძველი. 2004 წლიდან პიტერი Facebook-ის დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრია.
წიგნში “ნულიდან ერთამდე: როგორ შევქმნათ საკუთარი მომავალი – გზამკვლევი სტარტაპებისთვის” იგი, სწორედ იმ რჩევებს იძლევა რომელიც დაგვეხმარება აკადემიური სპეციალიზაციის ჩარჩოებიდან გამოსვლასა და საკუთარი მომავლის მასშტაბურად აღქმაში. ეს წიგნი ეფუძნება ლექციებს სტარტაპებზე, რომელთაც 2012 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში პიტერ თილი კითხულობდა.
პიტერის სტუდენტთაგან ერთერთი – ბლეიკ მასტერსი – გულმოდგინედ იწერდა თითოეულ ლექციას და მალე მისი კონსპექტები უნივერსიტეტის კამპუსის ფარგლებს გასცდა. სწორედ ფართო აუდიტორიისთვის გასაგებ ენაზე გადამუშავებული ეს ჩანაწერები დაედო საფუძვლად ამ წიგნს.
ამჯერად ბიზნესბიბლიოთეკა წარმოგიდგენთ ხუთ გაკვეთილს, რომელსაც ისწავლით ამ წიგნის წაკითხვისას.
ბიზნესში ყველა მოვლენა მხოლოდ ერთხელ ხდება
ბერძენი ფილოსოფოსის ჰერაკლიტეს თქმით “მდინარის ერთსა და იმავე წყალში ორჯერ ვერ შევალთ“, ასე ფიქრობს პიტერ თილიც, როდესაც ამბობს, რომ ბიზნესში ყველა მოვლენა ხდება მხოლოდ ერთხელ.
ახალი ბილ გეიტსი ხელმეორედ არ შექმნის ოპერაციულ სისტემას. ახალი ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ხელახლა არ გამოიგონებენ საძიებო მექანიზმს. ახალი მარკ ცუკენბერგი კი არ ააგებს ახალ სოციალურ ქსელს. თუ ამ ადამიანების საქმიანობის კოპირებას ცდილობთ, ესე იგი, მათგან არაფერი გისწავლიათ.
რასაკვირველია, მოდელის კოპირება ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე რაიმე ახლის შექმნა. როცა ვაკეთებთ იმას, რაც უკვე გაკეთებულია, სამყაროს ერთიდან N რაოდენობისკენ წარვმართავთ და უკვე არსებულ საგნებს ვამრავლებთ. მაგრამ, როდესაც რაიმე ახალს ვქმნით, ნულიდან ერთისკენ ვდგამთ ნაბიჯს. ყველა შემოქმედებითი აქტი ისევე განუმეორებელია, როგორც თავად შექმნის მომენტი, და შედეგიც ყოველთვის ორიგინალური და გასაოცარი აქვს.
წარმატების მზა ფორმულა არ არსებობს
წიგნი “ნულიდან ერთამდე” გვიჩვენებს, როგორ ჩამოვაყალიბოთ კომპანიები, რომლებსაც პრინციპულად ახლის შექმნის უნარი ექნებათ. გაგიზიარებთ გამოცდილებას, რომელიც Paypal-ისა და Palantir-ის თანადამფუძნებლობის პერიოდში, მოგვიანებით კი ასობით სტარტაპში (მათ შორის, Facebook-სა SpaceX-ში) თანხების ინვესტირებისას შევიძინე. მართალია, წლების განმავლობაში მრავალი მდგრადი ბიზნესმოდელი მინახავს და მათ შესახებ ქვემოთ ბევრსაც ვისაუბრებ, თუმცა ამ წიგნში წარმატების მზა ფორმულას მაინც ვერ იპოვით. მეწარმეობის სწავლის პროცესის პარადოქსი სწორედ ისაა, რომ ამგვარი ფორმულა, უბრალოდ, არ არსებობს.
მეწარმეობის სწავლის პროცესის პარადოქსი სწორედ ისაა, რომ ამგვარი ფორმულა, უბრალოდ, არ არსებობს. ნებისმიერი სიახლე, თა ვისთავად, უნიკალურია და ვერც ერთი ავტორიტეტი ვერ გეტყვით, კონკრეტულად, რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ნოვატორი გახდეთ. მართლაც, ჩემ მიერ აღმოჩენილი ერთადერთი კანონზომიერება ისაა, რომ წარმატებული ადამიანები ფასეულობებს ყველაზე მოულოდნელ ადგი ლებში პოულობენ და რომ ისინი ამას სხვადასხვა ფორმუ ლაზე კი არა, საკუთარ ხედვასა და წარმოდგენებზე დაყრდნობით აღწევენ.
საუკეთესო კითხვა გასაუბრებაზე
სამსახურში აყვანისას კანდიდატებს გასაუბრებაზე ვეკითხები: “რომელია ის მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება, რომელსაც თქვენ გარშემო მყოფთა უმეტესობა არ ეთანხმება?.
ერთი შეხედვით, თითქოს მარტივი კითხვაა, თუმცა სინამდვილეში მასზე პასუხის გაცემა ძნელია. ძნელია, უპირველესად, ინტელექტუალური თვალსაზრისით: სკოლაში ნასწავლ ჭეშმარიტებებს, ცხადია, ყველა ეთანხმება. გარდა ამისა, კითხვა ფსიქოლოგიური კუთხითაცაა რთული: მასზე პასუხის გაცემისას ადამიანმა არაპოპულარული შეხედულება უნდა გამოთქვას. გენიალური აზროვნება იშვიათი ხილია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი იშვიათობა გამბედაობაა.
ჩემს კითხვაზე ყველაზე ხშირად ასეთ პასუხებს ვისმენ: “ჩვენი განათლების სისტემა მოშლილია და სასწრაფოდ სჭირდება გამოსწორება”. “ამერიკა განსაკუთრებული ქვეყანაა”. და “ღმერთი არ არსებობს”. ეს უვარგისი პასუხებია. პირველი და მეორე განცხადება, პრინციპში, სწორია, მაგრამ მათ ბევრი ეთანხმება. მესამე კი მარადიული საკამათო თემის ერთერთი თვალ საზრისია და სხვა არაფერი. კარგი პასუხი, დაახლოებით ასეთი იქნებოდა: “ადამიანთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ჭეშმარიტება X-ია, მაგრამ სინამდვილეში ის X-ის საპირის პიროა”. რაც შეეხება ჩემს პასუხს, მას ამ თავის ბოლოში შემოგთავაზებთ.
კი მაგრამ, რა კავშირი აქვს ჩემს უცნაურ კითხვას მომავალთან? მარტივად რომ ვთქვათ, მომავალი, უბრალოდ, ჯერ კიდევ მოსახდენი მოვლენების ერთობლიობაა. მაგრამ ის იმიტომ კი არ არის ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ჯერ არ დამდგარა, არამედ იმიტომ, რომ ხვალინდელი სამყარო რაღაცით განსხვავებული უნდა იყოს დღევანდელისგან.
კონკურენცია გვიბიძგებს წარსულის კოპირებისკენ
მარქსი და შექსპირი გვთავაზობენ ორ განსხვავებულ მოდელს, რომლებითაც, პრაქტიკულად, ნებისმიერი კონფლიქტის ახსნა შეიძლება.
მარქსის აზრით, ომების მიზეზი ადამიანებს შორის არსებული განსხვავებებია. პროლეტარიატი ბურჟუაზიას იმიტომ ეომება, რომ ამ ორი ფენის იდეები და მიზნები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან (რაც, თავის მხრივ, განსხვავებული მატერიალური პირობებითაა გამოწვეული).
მარქსისგან განსხვავებით, შექსპირი მიიჩნევს, რომ დაპირისპირების მონაწილეები მეტნაკლებად ჰგვანან ერთ მანეთს. საერთოდ, გაუგებარია, რატომ ომობენ ისინი, როცა გასაყოფი არაფერი აქვთ.
ამ თვალსაზრისით, შექსპირი საუკეთესო გზამკვლევია ბიზნესის სამყაროში. ერთ კომპანიაში მომუშავე ადამიანები ერთმანეთით არიან შეპყრობილები – რომელიმე მეტოქემ კარიერულ კიბეზე არ გადაუსწროს. თავად კომპანიებიც გამალებით აკვირდებიან მათ საბაზრო წილზე პრეტენზიის მქონე კონკურენტებს.
ერთი სიტყვით, ამ ადამი ანური დრამების მონაწილეებს მთელი ყურადღება მეტოქეებზე გადააქვთ და მხედველობის მიღმა რჩებათ მართლა არსებითი და მნიშვნელოვანი. კონკურენცია ძველ შესაძლებლობაზე გვამახვილებინებს ყურადღებას და იმის იმედი გვაქვს რომ დღესაც იმუშავებს, ის რაც წარსულში მუშაობდა.
ბოლო შესაძლოა იყოს პირველი
ალბათ ბევრი რამ გსმენიათ “პირველი სვლის უპირატესობაზე”: როცა ბაზარზე პირველი შედიხართ, შესაძლებლობა გეძლევათ, მისი მნიშვნელოვანი წილი ჩაიგდოთ ხელში მანამ, სანამ კონკურენტები თავს მოიფხანენ. თუმცა ამ შემთხვევაში პირველობა თვითმიზანი კი არა, ტაქტიკური ამოცანაა. თქვენი მიზანი სამომავლოდ მაქსიმალურად დიდი ფულადი შემოდინების გენერირებაა; ამიტომაც პირველი სვლა არანაირ სარგებელს არ მოგიტანთ, თუ ამის
შემდეგ ვიღაც მოვა და კვარცხლბეკიდან ჩამოგაგდებთ.
შესაბამისად, ბევრად მომგებიან პოზიციაში ისაა, ვინც ბოლო სვლას გააკეთებს, ანუ ფინალურ ნახტომს განახორციელებს კონკრეტულ ბაზარზე და მონოპოლისტური მოგების წლებით (ან სულაც ათწლეულებით) დატკბება. ამის მიღწევის ყველაზე მარტივი გზაა მცირე ნიშურ ბაზარზე მონოპოლისტის პოზიციის დაკავება და შემდგომი გაფართოება და სვლა ამბიციური, გრძელვადიანი მიზნებისკენ. ამ თვალსაზრისით, ბიზნესი ძალიან ჰგავს ჭადრაკს. ხოსე რაულ კაპაბლანკა სრულიად მართალი იყო, როცა ამბობდა, პირველ რიგში ენდშპილის თამაში უნდა ისწავლოთო.
წაიკთხეთ მეტი წიგნში “ნულიდან ერთამდე“
რუსუდან უსტიაშვილი