ბიზნესმოდელის ნიმუში – აუქციონი

აუქციონი მეტ-ნაკლებად ყველასათვის ცნობილი და გასაგები ბიზნესმოდელია, ონლაინ აუქციონების პიონერი eBay კი აუცილებლად გაგონილი გექნებათ.

მყიდველის გადმოსახედიდან ამ მოდელის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იხდის იმდენს, რამდენიც შეუძლია ან რამდენის გაღების სურვილიც აქვს.

სტანდარტული აუქციონის გარდა არსებობს ასევე მის პრინციპზე აგებული ინოვაციური ბიზნესმოდელი – ე.წ. უკუაუქციონი, იგივე ტენდერი.

წარმატებული მაგალითია MyHammer, რომელიც სატენდერო აუქციონებს ატარებს.

ბრენდის პლატფორმაზე მომხმარებლები აკეთებენ განცხადებას, რა სახის სარემონტო თუ სამშენებლო მომსახურება სჭირდებათ, შესაბამისი პროფესიის ადამიანები კი შეთავაზებას უგზავნიან.

ამ ბიზნესმოდელმა MyHammer რამდენიმე წელიწადში ბაზრის ლიდერად აქცია, მის აუქციონზე კი დაახლოებით 100 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტები გაფორმდა.

გაინტერესებთ მეტი ამ და სხვა წარმატებული ბიზნესმოდელების შესახებ?

წიგნში “ბიზნესმოდელების ნავიგატორი” შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს და უამრავი კომპანიის მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში.