ბიზნესმოდელის ნიმუში – გადაწყვეტილებების მიმწოდებელი

გადაწყვეტილებების მიმწოდებელის ბიზნესმოდელის მქონე კომპანია რომელიმე კონკრეტული მიმართულებით პროდუქტის ან მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობს თავის მომხმარებლებს, რომლებიც კმაყოფილები არიან ყოვლისმომცველი პაკეტით სარგებლობით.

ხშირად გადაწყვეტილების მიმწოდებელი ორგანიზაცია და მისი პროდუქტები თუ მომსახურებები მომხმარებლისთვის ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ამ უკანასკნელს გარკვეული ინფორმაციის მიღებით, სწავლებით, ეფექტურობის გაზრდითა თუ შრომითი საქმიანობის გაუმჯობესებით, ყველა პრობლემის გადაჭრაში ეხმარება.

ამ მოდელის მქონე ორგანიზაციასთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მათ გამოადგებათ,  ვისაც სურს, რომ ბიზნესსაქმიანობის გარკვეული ნაწილი დამოუკიდებელ მომწოდებელს გადააბაროს.

აღნიშნული ბიზნესმოდელის კარგი მაგალითია Heidelberg Printing Machines. კომპანიამ ბოლო 15 წლის განმავლობაში შთამბეჭდავი ევოლუცია განიცადა და საბეჭდი მანქანების ჩვეულებრივი მწარმოებლიდან, გადაწყვეტილების მომწოდებლად იქცა.

დღეს ეს კომპანია არა მხოლოდ დანადგარებს ყიდის, არამედ ბეჭდური პროდუქციის წარმოებაშიც მთლიანად არის ჩართული და დამატებით, მომხმარებლებს მონიტორინგსა და საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს იმისათვის, რომ ბეჭდვის პროცესების გაუმჯობესებაში დაეხმაროს მათ.

 

გაინტერესებთ მეტი ამ და სხვა წარმატებული ბიზნესმოდელების შესახებ?

წიგნში “ბიზნესმოდელების ნავიგატორი” შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს და უამრავი კომპანიის მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში.