ბიზნესმოდელის ნიმუში – დამატებითი შეთავაზება

დამატებითი შეთავაზების ბიზნესმოდელით სარგებლობის შემთხვევაში კომპანიის პროდუქტის/ მომსახურების ფასი კონკურენტული და ხელმისაწვდომია, თუმცა ჯამურ ღირებულებას სხვა დამატებითი პირობები ზრდის, რომელთა არჩევაც მომხმარებლის სურვილზეა დამოკიდებული. საბოლოოდ, მომხმარებელი იხდის მეტს, მაგრამ სარგებელს იღებს პერსონალიზებული ვარიანტის არჩევით.

ეს ბიზნესმოდელი განსაკუთრებით გამოსადეგია სეგმენტებად რთულად დასაყოფი ბაზრებისთვის, რომელთა შემთხვევაშიც მომხმარებლების სურვილები არ ემთხვევა ერთმანეთს, კომპანიისთვის კი რთულია პროდუქტების დაყოფა ან სხვადასხვა ვერსიის გამოშვება.

ამის ყველაზე კარგი მაგალითია თვითმფრინავის ბილეთები. მაგალითად, კომპანია Wizz Air-ის მომხმარებელი სტანდარტულ ბილეთს იაფად ყიდულობს, მაგრამ შეუძლია დამატებით აირჩიოს მეტი ბარგის ატანის უფლება, კვება და ა.შ, რაც საბოლოო ღირებულებას ზრდის.



დამატებითი შეთავაზების ბიზნესმოდელს ავიაკომპანიების გარდა ასევე წარმატებით იყენებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების, პროგრამული უზრუნველყოფის, სერვისების, გადაზიდვებისა და გართობის ინდუსტრიებში.

გაინტერესებთ მეტი ამ და სხვა წარმატებული კომპანიების ბიზნესმოდელების შესახებ?

წიგნში “ბიზნესმოდელების ნავიგატორი” შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს და უამრავი კომპანიის მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში.