fbpx

ბიზნესმოდელის ნიმუში – ბარტერი

ბარტერი ისეთ ბიზნესმოდელს აღწერს, რომლის საშუალებითაც კერძო პირები ან ორგანიზაციები ერთმანეთში პროდუქტებს ან მოსმახურებას ცვლიან. გაცვლა ფულის მონაწილეობის გარეშე ხდება და მხოლოდ პროდუქტს ან მომსახურებას მოიცავს.

ბარტერი შესაძლოა იყოს ბრენდის პოპულარობის გაზრდის სასარგებლო გზა, რომლის საშუალებითაც ახალი პოტენციური მომხმარებლები თქვენს პროდუქტებს გაეცნობიან.

მსგავსი სტრატეგია ხშირად გამოიყენება ბავშვის საკვების რეალიზაციაში. ახალბედა მშობლებს ხშირად მსგავს პროდუქტებთან შეხება პირველად ბავშვის დაბადების შემდეგ აქვთ. ასეთ შემთხვევაში ბარტერი ახალი კლიენტების მოზიდვისა და შენარჩუნებისთვის არაჩვეულებრივი გზაა.

ბარტერის ბიზნესმოდელს იყენებს მაგალითად, Procter & Gamble თავისი ერთ-ერთი ბრენდის Pampers-ისთვის. ადამიანები, როგორც წესი საფენებს ყურადღებას არ აქცევენ, სანამ მშობლები არ გახდებიან. სამშობიაროში “პამპერსის” უფასოდ შეთავაზებით კომპანია მნიშვნელოვნად ზრდის ახალბედა მშობლების საკუთარ მომხმარებლებად გადაქცევის ალბათობას.

 

გაინტერესებთ მეტი ამ და სხვა წარმატებული ბიზნესმოდელების შესახებ?

წიგნში “ბიზნესმოდელების ნავიგატორი” შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს და უამრავი კომპანიის მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში.