ბიზნესმოდელის ნიმუში – ბანკომატი

ბანკომატის ბიზნესმოდელის ნიმუშით სარგებლობისას ბიზნესი ნაღდი ფულის ბრუნვის უარყოფითი ციკლით იმართება. ამისათვის საჭიროა კომპანიამ შემოსავალი იმაზე სწრაფად მიიღოს, ვიდრე მომწოდებლებისთვის შესყიდული საქონლისთვის გადახდა ევალება.

ჩვეულებრივ, მომხმარებლები მსგავსი ბიზნესმოდელის არსებობის შესახებ ვერ იგებენ, რადგანაც ეს ნიმუში კომპანიისთვის დამატებით ლიკვიდურობას ქმნის, რასაც კომპანია ვალების დაფარვისთვის ან სხვა მიმართულებით ინვესტირებისთვის იყენებს.

მოცემულ ბიზნესმოდელს სამომავლო შედეგებზე მართლაც დიდი გავლენა აქვს. ეს კომპანიას გადასახდელი პროცენტების შემცირებისა და ზრდა-განვითარების დაჩქარების საშუალებას აძლევს.

ბანკომატის ნიმუში დიდი ხანია არსებობს. მას ბანკირები ოდითგანვე ჩეკის ფორმით იყენებდნენ. ბანკებისთვის ამ სისტემის შედეგი ნაღდი ფულის ბრუნვის უარყოფითი ციკლია, რადგანაც შემოსავალს მანამდე იღებს, სანამ დანახარჯები ექნება დასაფინანსებელი.

1891 წელს American Express-ის (AmEx) მიერ გამოშვებული მოგზაურების ჩეკის წიგნაკი სწორედ ბანკომატის ნიმუშზე დაყრდნობით შექმნილი ინოვაციაა.

პირველი კომპანია, რომელმაც ბანკომატის ბიზნესმოდელი გამოიყენა საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში იყო კომპიუტერული კომპანია Dell.

1980-იან წლებში მან პროდუქტის შეკვეთის მიხედვით დაიწყო კომპიუტერების აწყობა. ამან კომპანიას საშუალება მისცა, ნაღდი ფულის ბრუნვის უარყოფითი ციკლის მაღალი მაჩვენებლისთვის მიეღწია. დასაწყისში ბანკომატის ნიმუში Dell-ისთვის კომპანიის გაზრდის მნიშვნელოვანი საშუალება გახლდათ.

გაინტერესებთ მეტი ამ და სხვა წარმატებული ბიზნესმოდელების შესახებ?

წიგნში “ბიზნესმოდელების ნავიგატორი” შეგიძლიათ გაეცნოთ 55 ბიზნესმოდელის ნიმუშს და უამრავი კომპანიის მაგალითს, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენი კომპანიის ინოვაციურ ტრანსფორმაციაში.