სად უნდა ვეძებოთ ინოვაციის ეპიცენტრები ბიზნესმოდელში?

ბიზნესმოდელირებაში ინოვაციური იდეები სხვა­დასხვა წყაროდან ჩნდება. აღნიშნულ პროცესში ათვლის წერტილად ბიზნესმოდელის ტილოს ნე­ბისმიერი მოდული შეიძლება გამოდგეს.

ინოვა­ციები მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს და ბიზ­ნესმოდელის ტილოს არაერთ მოდულზე ახდენს გავლენას. ბიზნესმოდელში ინოვაციების ოთხი ეპი­ცენტრია: რესურსები, შეთავაზება, მომხმარებელი და ფინანსები.

ჩამოთვლილი ეპიცენტრებიდან ნებისმიერი შეიძლე­ბა გახდეს ცვლილებების განხორციელების ათვლის წერტილი. თითოეულს ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია ბიზნესმოდელის ტილოს დანარჩენ რვა მოდულზე. ზოგჯერ ინოვაციები რამდენიმე ეპიცენ­ტრიდან იწყება. ამასთანავე, ზოგჯერ ცვლილებების საჭიროება შეიძლება, SWOT ანალიზმაც გამოავლინოს: როდესაც კომპანია ბიზნესმოდელის ძლიერ და სუსტ მხარეებს და შესაძლებლობებსა და საფრთხეებს სწავლობს

რესურსები

როდესაც ეპიცენტრი რესურსებია, ასეთ დროს ინოვაციებს ბიძგს ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა ან პარტნიორები აძლევენ. აქ მიზანი ბიზნესმოდელის გაფართოება ან შეცვლაა.

მაგალითი: ამაზონის ინტერნეტსერვისები საცალო ვაჭრობისთვის განკუთვნილ ინფრასტრუქტურაზეა დაფუძნებული და სხვა კომპანიებს სერვერის სიმ­ძლავრესა და მონაცემთა ბაზების ონ­ლაინსაწყობს სთავაზობს.

ღირებული შეთავაზება

როდესაც ეპიცენტრი შეთავაზებაა, ინოვაციები ახალი ფასეული შეთავაზებების შექმნას უკავშირდება. ფასეული შეთავაზებები ბიზნესმოდელის სხვა მოდულებზეც ახდენს გავლენას.

მაგალითი: ცემენტის მწარმოებელ მექსიკურ კომპანია Cemex-ი თავისი ბიზნესმო­დელის შეცვლამ მოუწია, რადგან მან გადაწყ­ვიტა, რომ მომხმარებლებისთვის ცემენტი სა­მუშაო ტერიტორიაზე ოთხ საათში მიეტანა. ამ დროს ინდუსტრიაში მიტანის სტანდარტული დრო 48 საათი იყო. ამ ინოვაციამ “სემექსი” მსოფლიოს ყველაზე დიდ ცემენტის მწარმო­ ებლებს შორის მეორე კომპანიად აქცია.

მომხმარებელი

როდესაც ეპიცენტრი მომხმარებელია, ინო-ვაციები მომხმარებელთა საჭიროებებსა და მომხმარებლებთან წვდომის გაფართოებაზეა დაფუძნებული. ერთი ეპიცენტრიდან დაწყებუ- ლი, ყველა ინოვაციის მსგავსად, მათ ბიზნეს- მოდელის სხვა მოდულებზეც აქვს გავლენა.

მაგალითი: “23andMe­”-მ მომხმარებლებს პერსონალიზებული დნმ­ის ტესტი შესთა­ვაზა, რომელიც წარსულში არ იყო იოლად ხელმისაწვდომი. ამან მნიშვნელოვანი გავ­ლენა იქონია როგორც ფასეულ შეთავაზე­ბაზე, ასევე ტესტის პასუხების მიწოდებაზე, რომელსაც “23andMe” მასობრივი ბაზრის ინტერესებს მორგებული ინტერნეტპროფი­ლების საშუალებით ახორციელებს.

ფინანსები

ინოვაციებს ბიძგს ახალი შემოსავლების წყაროები, ფასწარმოქმნის მექანიზმები ან შემცირებული ხარჯების სტრუქტურა აძლევს. ისინი ბიზნესმოდელის სხვა მოდულებზეც ახდენს გავლენას.

მაგალითი: 1958 წელს, “Xerox”-მა ერთ­ერთი პირველი მარტივი ასლგადამღები მანქანა Xerox 914 გამოიგონა. იგი ბაზრის­ თვის ძალზე ძვირი იყო, რის გამოც მან ახალი ბიზნესმოდელი შექმნა: აპარატი თვეში 95 დოლარად გააქირავა. სანაცვლოდ, მომხმარებელს შეეძლო, თვეში 2 000 ასლი უფასოდ დაებეჭდა, ხოლო ყოველი დამატები­ თი ასლისთვის ხუთი ცენტის გადახდა უწევდა.

თუ ჯერ კიდევ არ იცით ბიზნესმოდელის ტილოს შესახებ, უყურეთ ქვევით მოცემულ ვიდეოს.