რას ისწავლი წიგნიდან “ეს არის მარკეტინგი”?
ამ წიგნის წაკითხვა აუცილებელია, თუკი მარკეტინგთან გაქვთ შეხება, რადგანაც მარკეტინგი შეიცვალა და თქვენც არ უნდა ჩამორჩეთ!
სეთ გოდინის წიგნი „ეს არის მარკეტინგი“ გვიხსნის, თუ რატომაა მნიშვნელოვანი, კარგად ვიცნობდეთ ჩვენი სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებს. წიგნი გვასწავლის, როგორ გავარკვიოთ, თუ რა ისტორიის მოსმენა სურს აუდიტორიას ჩვენგან და გავაანალიზოთ, თუ რა გავლენის მოხდენა გვსურს მათზე.
სეთ გოდინი გვასწავლის, ვიპოვოთ ყველაზე პატარა აუდიტორია, რომელსაც ნამდვილად აინტერესებს ჩვენი საქმე. და სწორედ მათზე დაკვირვებით შევქმნათ პროდუქტი, რომელიც სჭირდებათ და რომელსაც იყიდიან.
ავტორი ასევე გვაცნობს მარკეტინგის ცუდ პრაქტიკებს, რომლებმაც შესაძლოა მოკლე ვადებში გარკვეული შედეგი გამოიღოს, თუმცა განწირულია მარცხისთვის. მსგავსი მაგალითების განხილვა კი მკითხველს ეხმარება, აღიქვას მთლიანი სურათი თუ რა არის მარკეტინგი და როგორი უნდა იყოს ის.
ეს არის წიგნი საკუთარი ნიშის პოვნასა და მასზე მუშაობაზე. შეუძლებელია, შექმნა პროდუქტი ყველასთვის. თუმცა შეგიძლია, გაზარდო შენი ბიზნესი რეგულარულად და მოახდინო ცვლილებები.
გაიგე მეტი მარკეტინგის შესახებ, აღმოაჩინე სიახლეები, დასახე მიზნები და გადადგი სწორი ნაბიჯები მათ მისაღწევად. სეთ გოდინის რჩევები კი ამ გზაზე თქვენი თანამგზავრი სახელმძღვანელო გახდება.