რას ისწავლი: HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში

სტრატეგიული ინიციატივებია საკვანძო პროექტები და პროგ­რამები, რომლებიც შენს ამჟამინდელ კომპანიას იმად გარ­დაქმნის, რაც მომავალში უნდა იყოს. მაგრამ მართებული სტრატეგიული ინიციატივის არჩევა და მისი ეფექტიანად წარმართვა შესაძლოა სერიოზულ გამოწვევად იქცეს, რო­გორც ახალბედა, ისე გამოცდილი მმართველებისთვის.

ყველაფერი იმის გადაწყვეტით იწყება, რომელია მრავალ ღირსეულ შესაძლებლობას შორის განხორციელების ღირსი. მერე პროექტის შეთანხმებასა და რესურსების განაწილებას უნდა შეუდგე. პროექტის დაწყებისა და ამოქმედების შემდეგ თვალყური ადევნე მის მიმდინარეობას და განსაზღვრე, რამ­დენად შეესაბამება კომპანიის სტრატეგიას. შესაძლოა შიდა წინააღმდეგობის დაძლევაც მოგიწიოს, რათა პროექტი არ შეფერხდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც შე­ნი ინიციატივა ორგანიზაციის ან შენი გუნდის ცვლილებებს მოითხოვს.

ასევე გახსოვდეს, რომ არცერთი პროექტი იზოლირებუ­ლად არ არსებობს. საკმარისი არ არის თითოეული პროექტის სწორად მართვა, აუცილებლად უნდა შეგეძლოს რამდენი­მე ინიციატივის კონტროლი და უნდა გესმოდეს, როგორ მუშაობს თქვენი კომპანიის ყველა ინიციატივა კომპანიის სამო­მავლო წინსვლის სტრატეგიის სასარგებლოდ.

შენი პირველი პროექტის იდეას მოეწერა ხელი თუ მოწო­ნებული ინიციატივების პორტფელს ხელმძღვანელობ, ამას მნიშვნელობა არ აქვს – ეს გზამკვლევი გთავაზობს საშუალე­ბებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარე­ბა მათ ნაყოფიერად განხორციელებაში, როგორც შენი გუნ­დის, ისე მთელი კომპანიის ფარგლებში.

ისწავლი, როგორ:

  • გაამარჯვებინო პროექტს და შენი ახალი იდეის მხარ­დაჭერა შეინარჩუნო;
  • დაიწყო მისი განხორციელება ინიციატივის დამტკი­ცების შემდეგ, სწრაფადვე შექმნა ტრანსფორმაციუ­ლი, მაღალი შრომისუნარიანობით გამორჩეული საი­ნიციატივო გუნდები;
  • ჩაეტიო დაგეგმილ გრაფიკსა და ბიუჯეტში;
  • არ დაკარგო სტიმული ინიციატივაზე მუშაობის დაწ­ყების შემდეგ;
  • შეინარჩუნო შენი პროექტის სპონსორებისა და დაინ­ტერესებული მხარეების ნდობა;
  • თავიდან აიცილო ინიციატივის ჩაკვლა იმ პროგრამე­ბის გაუქმებით, რომელთა ბიზნეს საჭიროება არ არსე­ბობს;
  • მართო რამდენიმე ინიციატივისგან შემდგარი პორ­ტფელი და თვალი გეჭიროს მათ შესაბამისობაზე კომ­პანიის ზოგად სტრატეგიასთან