რას ისწავლი: HBR-ის გზამკვლევი მეტი პროდუქტიულობისთვის

ყოველი დღე ერთი და იმავე გამოწვევით იწყება: დღის განმავლობაში შესასრულებელი საქმეების სია მეტისმეტად გრძელია, დრო კი – არასაკმარისი. შესაძლოა, თავს შემოუძახებ ხოლმე, რომ ყველაფერს აუცილებლად მოაგვარებ და საამისოდ ძალ-ღონეს არ დაიშურებ – ლანჩს გამოტოვებ, გვიანობამდე იმუშავებ; ან შეიძლება ნებდები და აღიარებ, რომ ყველაფრის მოსწრება შეუძლებელია, ამიტომ ყველაზე დიდი ხანძრის ჩაქრობას ან ყველაზე ჭრიალა ბორბლის დაზეთვას ცდილობ.

თუმცა ისიც მშვენივრად იცი, რა კარგად გრძნობ თავს იმ დღეებში, როდესაც მხოლოდ შენს სამუშაოს ასრულებ – რთული და შინაარსიანი პროექტი გაბარია და პატარ-პატარა, მომაბეზრებელი ამოცანების გადაწყვეტა არ გაწევს სამუდამო ტვირთად. შენს მუშაობაში ნამდვილი პროგრესი შეინიშნება. ასეთ დროს სამუშაო დღე კი არ გმართავს, არამედ პირიქით – შენ მართავ მას. მსგავსი დღეები სულ უფრო მეტი რომ იყოს, საჭიროა გაარკვიო, რა მოქმედებს დადებითად შენს შემთხვევაში: გააანალიზო შენი ძლიერი მხარეები, რას ანიჭებ უპირატესობას, რა არის ის, რაც აუცილებლად შენი შესასრულებელია.

მნიშვნელობა არ აქვს, ასისტენტად მუშაობ თუ კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ხარ, 40 წლიანი სტაჟი გაქვს თუ კარიერას ეს-ესაა იწყებ – ეს გზამკვლევი დაგეხმარება, უფრო პროდუქტიული გახდე.

ამ წიგნის დახმარებით აღმოაჩენ სხვადასხვა ხერხს, თუ:

  • როგორ უნდა წაახალისო საკუთარი თავი მაშინ, როცა მუშაობა არ გსურს;
  • როგორ უნდა მოახერხო ყურადღების კონცენტრირება;
  • როგორ აიღო ცოტა საქმე, მაგრამ გააკეთო ბევრად მეტი;
  • როგორ შემოინახო დრო ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის;
  • როგორ დაუწესო საზღვრები კოლეგებთან ურთიერთობას ისე, რომ მათთვის ხელის კვრა არ მოგიწიოს;
  • როგორ გამოიყენო ინტერვალები შეხვედრებს შორის;
  • როგორ დაისვენო ისე, რომ სინდისის ქენჯნამ არ შეგაწუხოს.