რას ისწავლი: HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის

ადამიანები უფრო შემოქმედებითები, პროდუქტიულები, საქმეში ჩართულები და კმაყოფილები არიან, როდესაც სჯერათ, რომ ყოველდღე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებენ. სამსახურში ენერგიითა და იდეებით აღსავ­სენი მოდიან და ყველაზე თამამი მიზნებიც კი მისაღწევად იოლი ჩანს. მაგრამ თუ ჩართულობა და ენთუზიაზმი ნაკლებია, უმცირესი პროგრესიც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუ შე­ნი გუნდი ბედნიერი არ არის, ვერც შენ იქნები და თუ ეს საკით­ხი მალე არ გამოსწორდა, შესაძლოა სამსახურში შენს საკუ­თარ ადგილსაც კი შეექმნას საფრთხე.

როგორ უნდა მოიქცე, რომ ადამიანები უფრო ყურადღე­ბით ჩაერთონ საქმეში? თუ შენი კომპანია სხვა მრავალი კომპანიის მსგავსია, შესაძლოა ადამიანური რესურსების დეპარ­ტამენტმა წლიური კვლევები ჩაატაროს, სამუშაო პროცესი უფრო მოქნილი გახადოს, თანამშრომლები უფასო სასუსნა­ვით ან სხვა ბენეფიტებით წაახალისოს და გუნდის განწყობა ასე აამაღლოს. მაგრამ მოტივაცია მარტივი რამ არაა და არც ყველასთვის ერთნაირი.

შენ, როგორც მენეჯერი, ადამიანების ყოველდღიურ სა­მუშაო გამოცდილებას ქმნი. სწორედ ამიტომ გაქვს შანსი, აღმოაჩინო, რა ამოძრავებს მათ. რა ნიჭი აქვთ? რა ღირე­ბულებები? რა მიზნები? თუ შენს გუნდში თითოეული წევრის სურვილებისა და პოტენციალის გარკვევას შეძლებ, ისინი 110%­-ის გაცემას აირჩევენ, ამით კი ყველა მოგებული დარჩება.

ეს გზამკვლევი დაგეხმარება:

  • გაიცნო, გამოიყენო და აღნიშნო გუნდის თითოეული წევრის უნიკალური ძლიერი მხარეები
  • დასვა სწორი კითხვები და გაარკვიო, რატომ არაა ჩართული კონკრეტული ადამიანი – და რით შეგიძ­ლია დახმარება
  • უკეთ გაერკვიო ფსიქოლოგიურ მიზეზებში, რომლე­ბიც საქმის უმაღლეს დონეზე შესრულებას განაპირო­ბებს
  • დაეხმარო ადამიანებს იმ უნარების განვითარებაში, რაც მათ წინსვლას დაეხმარება
  • შთაგონებად იქცე გუნდის წევრებისთვის, რათა მათ საკუთარი საქმის აღწერილობის მიღმაც დაისახონ მიზნები
  • გადაწყვიტო, როდისაა ახალი გამოწვევების დასახ­ვის დრო
  • იზრუნო, რომ ჯანსაღი ჩართულობა ზედმეტად ბევრ მუშაობასა და გადაწვაში არ გადაიზარდოს – განსაკუთრებით, შენი გუნდის წამყვან წევრებში
  • შენი დაქვემდებარებულები მათი საქმიანობის უფრო დიად მიზნებთან დააკავშირო
  • შექმნა პოზიტიური გუნდური კულტურა და გაზარდო პროდუქტიულობა მთელ ორგანიზაციაში
  • თანამშრომლების მოტივირება ყველას წარმატების გასაღებად აღიქვა