Netflix-ის ბიზნესმოდელის ტილო

Netflix ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია მსოფლიოს გარშემო. კომპანია უკვე 21 წელია ბაზარზეა.

სხვა გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან განსხვავებით კომპანიამ შეძლო განვითარება და ბაზარზე დარჩენა – ეს ყველაფერი კი მოახერხა უნარით, მიჰყოლოდა ტრენდებს და დაემსხვრია სტანდარტები.

მოდით განვიხილოთ, როგორ მუშაობს Netflix-ის ბიზნესმოდელი:

Netflix - business model

ძირითადი პარტნიორები

Netflix-ს დიდი რაოდენობის ძირითადი პარტნიორები ჰყავს. მათ შორის არიან, მედია პროდიუსერები და ტელევიზიის წარმომადგენლები, რომლებიც ლიცენზირებას უწევენ Netflix-ის კონტენტს. სამომხმარებლო ელექტრონიკის მომწოდებლები, როგორებიცაა Wii, X-Box, PlayStation, „კრავენ“ Netflix-ის კონტენტს საკუთარი სისტემებით. პარტნიორებს შორის აღსანიშნია ასევე amazon-ის ვებ სერვისები. ძირითად პარტნიორებში, ასევე, იგულისხმებიან ინვესტორები და რეგულატორები.

ძირითად აქტივობები

Netflix-ის აქტივობები ორიენტირებულია მომხმარებლისთვის საუკეთესო მაუწყებლობით კონტენტის ყურების შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე.

სწორედ ამიტომ, Netflix დამატებით, ინვესტიციებს დებს ტექნოლოგიებში, და სამსახურში მუდმივად აჰყავს კადრები, რათა შეინარჩუნოს პლატფორმის ხარისიხანი მუშაობა.

გარდა ამ პროცესებისა, Netflix-მა უნდა შეარჩიოს, ლიცენზირება გაუწიოს და შეიძინოს შესაბამისი კონტენტი. უნდა დაიპარტნიოროს და მოლაპარაკებები აწარმოოს სტუდიოებთან, კონტენტის შემქმნელებთან და ფილმის მწარმოებელ სახლებთან. ამასთან ერთად კი უნდა აანალიზებდეს და აკვირდებოდეს მომხმარებელთა ქცევას, რათა გააუმჯობესოს მათი გამოცდილება პლატფორმაზე.

Netflix-მა მუდმივად უნდა იმუშაოს პლატფორმის გამოწერის (subscription) მოდელისა და საფასო სტრატეგიის გაუმჯობესებაზე, რათა შეინარჩუნოს და გაზარდოს მომხმარებელთა რაოდენობა.

ძირითადი რესურსები

Netflix-ის ძირითად რესურსებს, პლატფორმასთან, ვებ-გვერდთან და აპლიკაციასთან ერთად, წარმოადგენს ადამიანური და ციფრული რესურსები. მათ შორისაა: პროგრამული უზნრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები, კონტენტ ბიბლიოთეკა, რეკომენდაციების ალგორითმი, ფილმის შემქმნელები და პროდიუსერები, სტუდიოები.

ფასეული შეთავაზება

Netflix-ის ფასეული შეთავაზება უკავშირდება ფაქტს, რომ ის მომხმარებელს აწვდის ხარისხიან გასართობ კონტენტს, 24/7-ზე. ეს შეთავაზება მოიცავს:

  • პროდუქტების მრავალფეროვან კატალოგთან წვდომას, რომლის კონტენტიც ნებისმიერი გემოვნების მომხმარებელზეა გათვლილი
  • მუდმივი მაუწყებლობა, 24/7-ზე – თანაც რეკლამის გარეშე!
  • პერსონალიზებული რეკომენდაციების გაწევის ფუნქციას
  • კონტენტის ნებისმიერ მოწყობილობაზე ყურების საშუალებას

მოხმარებელთა სეგმენტები

Netflix-ის პლატფორმა შექმნილია იმისთვის, რომ ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მიაწოდოს მისთვის სასურველი კონტენტი. იქნება ეს ფილმის თუ სერიალების, დოკუმენტური ჟანრის თუ შოუების მოყვარული ნებისმიერი ასაკისა თუ პროფესიის ადამიანი.

ამიტომაც, მომხმარებელთა სეგმენტი იყოფა, როგორც მოხმარებითი მაჩვენებლით, ასევე გეოგრაფიულით – დაყოფის მიზეზს კი წარმოადგენს იმ კონტენტის განსაზღვრა, რომელიც უკეთ ერგება თითოეულ სეგმენტს.

ურთიერთობა მომხმარებელთან

Netflix-ის მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესი პირდაპირ მის პლატფორმასთანაა დაკავშირებული. პლატფორმის მთავარ უპირატესობას წარმოადგენს რეკომენდაციების ალგორითმი, რომელიც კონტენტზე დაფუძნებით სთავაზობს მომხმარებლებს იმას, რისი ყურებაც შესაძლოა სურდეთ.

Netflix-ის მომხმარებელთა მხარდაჭრის ნაწილი, საშუალებს აძლევს მომხმარებელს ნებისმიერი პრობლემა მოაგავროს ვებ-გვერდის, ელ-ფოსტის, მიმოწერისა და სატელეფონო ზარის მეშვეობით.

Netflix  ასევე იყენებს ისეთ სოციალურ ქსელებს, როგორებიცაა Instagram, Facebook და Linkedin. რაც განსაკუთრებით აღსანიშნია, კომპანია„ესაუბრება“ მომხმარებლებს, რაც გამოიხატება მათ მიერ განთავსებული პოსტების კომენტარებზე პასუხის გაცემაში.

არხები

Netflix-ის ძირითადი არხები, უდავოდ, მისი ვებ-გვერდი და აპლიკაციაა. ისინი ასევე ახდენენ ინვესტირებას ონლაინ და ოფლაინ რეკლამაში. დიდ სარგებელს იღებენ თავიანთი მომხმარებლების მხრიდან Netflix-ზე რეკომენდაციების გაცემით (word of mouth).

ხარჯების სტრუქტურა

Netflix-ის ხარჯების სტრუქტურა მოიცავს:

  • ფილმების, სერიალების და სხვა კონტენტის წარმოება
  • კონტენტისა და მათზე უფლებების შეძენა
  • ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მომხმარებლებისთვის რეკომენდაციების მიწოდება
  • პლატფორმის შენარჩუნება
  • მონაცემთა ცენტრები, კონტენტის მაუწყებლობაზე გაშვებისთვის
  • კვლევა, დაპატენტება და პროგრამული უზრუნველყოფა
  • Amazon-ის ვებ სერვისები (AWS) და ტექნოლოგია
  • მარკეტინგი, ადამიანური რესურსები და ინფრასტრუქტურა

შემოსავლის წყაროები

ვინაიდან netflix-ის ბიზნესმოდელი დაფუძნებულია გამოწერებზე (subscription), მის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს გადასახადი, რომელსაც მისი მილიონობით გამომწერი ყოველთვიურად იხდის.