კარგ იდეებს კარგი ბიზნესმოდელი სჭირდება

კარგი იდეის ქონა წარმატების გარანტიას არ გვაძლევს. კარგ ბიზნეს იდეას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კარგი ბიზნესმოდელი, რომელიც დაგვეხმარება მის შენარჩუნებასა და განვითარებაში.

გავრცელებული აზრია, რომ კარგი იდეის პოვნაა ყველაზე დიდი გამოწვევა კორპორაციებსა თუ სტარტაპებში, თუმცა სინამდვილეში ერთ-ერთი ურთულესი ამოცანაა სწორი ბიზნესმოდელს პოვნა. ამას მძიმე შრომა სჭირდება და ყოველ კუთხეში წარუმატებლობის საშიშროებას უნდა ვუფრთხილდეთ.

ბევრი მაგალითი არსებობს იმის დასამტკიცებლად, რომ ერთი და იგივე იდეა, პროდუქტი, სერვისი ან ტექნოლოგია შეიძლება იყოს წარუმატებელი ერთი ბიზნესმოდელით და ძალიან წარმატებული მეორით.

ნესპრესო, ნესტლეს ყავის კომპანია, ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია. იგი თითქმის გაკოტრდა ესპრესოს აპარატითა და კაფსულების სისტემით, დღეს კი ის მულტიმილიარდ დოლარიანი ბიზნესია. ნესპრესოს გარკვეული დრო დასჭირდა სწორი და ნამდვილად გენიალური ბიზნესმოდელის შესარჩევად.

 

განვიხილოთ პირველი ფოტოკოპირების აპარატიც, ქსეროქს 914. ქსეროქსს, რომელსაც იმ დროს ჰალოიდი ერქვა, ჰქონდა კარგი იდეა და გამოიგონა ასლების შემქმნელი ტექნოლოგია 1959 წელს, თუმცა იმის გამო, რომ დანადგარი ძალიან ძვირი ღირდა, კომპანიას დასჭირდა განსხვავებული ბიზნესმოდელის შემუშავება, რათა მათ იდეას წარმატებისთვის მიეღწია. ამან კი საბოლოოდ სრულიად ახალი ინდუსტრიის ფორმირება გამოიწვია.

ნესპრესო და ქსეროქსი გაკოტრების საშიშროების წინაშე იდგნენ, სანამ შესაბამისი ბიზნესმოდელი არ იპოვეს. დღესდღეობით, საბედნიეროდ, ვიცით ძიების პროცესი როგორ გავხადოთ უფრო სისტემური, სწრაფი და მარტივი.

გამოიყენეთ ბიზნესმოდელის ტილო სხვა დანარჩენ მეთოდებთან ერთად იმისათვის, რომ იპოვოთ თქვენი იდეის წარმატებისთვის სწორი ბიზნესმოდელი. ბიზნესმოდელის ტილო თქვენს სტრატეგიულ ხელსაწყოდ შეგიძლიათ მიიჩნიოთ, რომელიც გიჩვენებთ საუკეთესო გზას ფასეულობის შესაქმნელად, მისაწოდებლად და შესანარჩუნებლად. გამოიყენეთ ტილო თქვენი იდეებისა და შესაბამისი გამოწვევების ორგანიზებისთვის, რაც დაგეხმარებათ მათ დეტალურად გააზრებაში, მართვასა და დაგეგმვაში.

მაშინ, როცა ბიზნესმოდელის ტილო გიმარტივებთ შექმნათ ფასეულობა თქვენი ბიზნესისთვის, ფასეული შეთავაზების ტილო უკვე გეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როგორ შექმნათ ფასეულობა თქვენი მომხმარებლისთვის. შემდეგ კარგად უნდა გაერკვეთ პროტოტიპების შექმნის, ტესტირებისა და ბიზნესმოდელის იმპლემენტაციის პროცესებში, რათა მაქსიმალურდ შეამციროთ რისკები.

ყველაფერს ერთდროულად, რა თქმა უნდა, ვერ გააკეთებთ. დაიწყეთ პირველი ნაბიჯით და შექმენით თქვენი იდეის ბიზნესმოდელის ტილო.