Facebook-ის ბიზნესმოდელის ტილო

15 წელზე მეტია უკვე, რაც მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, Facebook შეიქმნა. 3 მილიარდამდე მომხმარებლით მსოფლიოს გარშემო, კომპანია დიდი ხანია, რაც მოწინავე პოზიციას ინარჩუნებს სოციალური ქსელების ბაზარზე. საინტერესოა, რამ განაპირობა მისი ასეთი წარმატება და როგორი ბიზნესმოდელით სარგებლობს კომპანია.

მოდით განვიხილოთ რა კომპონენტებისგან შედგება Facebook-ის ბიზნესმოდელი 👇

ძირითადი პარტნიორები

  • კონტენტ დეველოპერები, მაგ: ვიდეოების, თამაშების, ტექსტების და ა.შ.
  • თავსებადი ოპერაციული სისტემების, ბრაუზერების და აპარატურის შემქმნელები;
  • გავლენიანი ადამიანები ციფრულ სამყაროში;
  • ბიზნესები და ბრენდები, რომლებიც უშვებენ რეკლამას ან ყიდიან პროდუქცია პლატფორმის მეშვეობით;
  • მარკეტინგული სააგენტოები;

ძირითადი აქტივობები

ძირითადი აქტივობები, რომელსაც Facebook ახორციელებს პლატფორმის განვითარებასა და შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ეს კი კეთდება იმისთვის, რომ მომხმარებლებმა მიიღონ საუკეთესო გამოცდილება და მოხდეს ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება.

კომპანია ფოკუსირებულია მომხმარებელთა მოზიდვაზე, შენარჩუნებასა და მათი ჩართულობის უზრუნველყოფაზე, მონაცემთა და ინფორმაციების უსაფრთხოებაზე, ტალანტების დაქირავებასა და შენარჩუნებაზე, გაყიდვებსა და მარკეტინზე.

ძირითადი რესურსები

Facebook-ის რესურსებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მისი პლატფორმაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა.

გარდა ამისა, კომპანიის რესურსები მისი მომხმარებლები, კონტენტის შემქმნელები და თავად Facebook-ის ბრენდია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აქტიური მომხმარებლები კომპანიისთვის ყველაზე დიდ აქტივს წარმოადგენს, ვინაიდან თუ არ იქნებიან ისინი, არავინ დარჩება, ვინც შეძლებს რეკლამის ნახვას. მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად კი აუცილებელია განთავსდეს შესაბამისი კონტენტი.

ფასეული შეთავაზება

Facebook-ს მომხმარებლების 3 განსხვავებული სეგმენტი ჰყავს და სამივე მათგანი კომპანიის ღირებულებას სხვადასხვაგვარად აღიქვამს. მოდით განვიხილოთ ფასეული შეთავაზება სეგმენტების მიხედვით:

  • მომხმარებლები: ყველაზე დიდი სარგებელი, რასაც მომხმარებელი იღებს, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან მუდმივი კავშირია. ამას კი ისინი სხვადასხვა ფორმით ახერხებენ: ფოტოების განთავსება, კომენტარებისა და პირადი მიმოწერის მეშვეობით ინტერაქცია. გარდა ამისა, Facebook მომხმარებელს სთავაზობს გასართობ და საინფორმაციო კონტენტს. ეს პლატფორმა არის მათთვის, ვისაც სურს ყოველთვის იცოდეს რას აკეთებენ მისი ნაცნობები, და ასევე მათთვის, ვისთვისაც პლატფორმა სიახლეების და მიმდინარე ამბების გაგების წყაროა.
  • რეკლამის შემქმნელები: პლატფორმა შესაძლებლობაა მათთვინ აწარმოონ მიზნობრივი კამპანიები, რომლებიც ფოკუსირებული იქნება სამიზნე აუდიტორიაზე – ეს არის ის დიდი ფასეულობა ბრენდებისთვის, რომელსაც პლატფორმის მეშვეობით იღებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, განსაკუთრებით პატარა ბიზნესებისთვის და ახალი კომპანიებისთვის არის ის, რომ ძალიან მარტივია რეკლამის ხელსაწყოების გამოყენება – ეს კი შესაძლებლობას ქმნის, პერსონალის დაქირავების გარეშე მოხდეს კონტენტის შექმნა და მისი დარეკლამება.
  • დეველოპერები: Facebook საოცარი პლატფორმაა აპლიკაციებისა და თამაშების შესაქმნელად.

მომხმარებელთა სეგმენტები:

  • მომხმარებლები: ეს არის ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს პირადი პროფილი ქსელში და იყენებს მას საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ინტერაქციისა და კომუნიკაციისთვის. ისინი არაფერს იხდიან facebook-ის მოხმარებისთვის და არც პირდაპირ არიან კავშირში კომპანიის შემოსავლებთან. თუმცაღა ეს ადამიანები Facebook-ს საინტერესოს ხდიან მათთვის, ვისაც კომპანიაში შემოსავალი შემოაქვს.
  • ბიზნესი და რეკლამის შემქმნელები: სეგმენტი, რომელიც Facebook-ის შემოსავლის ნაწილია. ეს სეგმენტი აერთიანებს ყველა ბრენდსა და ბიზნესს, რომელიც რეკლამას უშვებს სოციალურ ქსელში.
  • დეველოპერები: ყველაზე პატარა სეგმენტი, რომელიც მოიცავს იმ ადამიანებს, ვინც ქმნის აპლიკაციებსა და თამაშებს Facebook-ის პლატფორმის მეშვეობით.

არხები:

Facebook-ის ძირითადი არხი მისივე ვებ-გვერდი და აპლიკაციაა. ისინი შეიძლება დაიყოს შემდეგ ქვეარხებად: Feed, შეტყობინებები, პირადი მესიჯები და სთორები.

დამატებითი არხებია: App store-ები და კომპანიის სხვა პროდუქტები: Instagram, WhatsApp

ხარჯების სტრუქტურა

Facebook-ის ხარჯების სტრუქტურის ყველაზე დიდი წილი პლატფორმის შენარჩუნებას და არსებული მილიონობით მომხმარებელთა მონაცემთა შენახვას ეთმობა.

შემოსავლის წყაროები

Facebook-ს შემოსავლის 97-99% მიზნობრივ რეკლამას უკავია. დანარჩენი 3% კი იმ გადახდებიდან მოდის, რომელსაც კომპანია იღებს თამაშებიდან და კომპანიების მიერ პლატფორმაზე გაყიდული პროდუქციიდან.