HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში
ანოტაცია:
როგორ უნდა შეინარჩუნო პროექტის არსი, თუ დაინტერესებული მხარეები გაჩქარებენ? როგორ უნდა შეძლო ისეთი სამუშაო სქემის შედგენა, რომელსაც ყველა ზედმიწევნით შეასრულებს და როგორ უნდა შემატო მოტივაცია გუნდის წევრებს, რომელთა დრო და ყურადღება, სხვა მიმართულებითაცაა კონცენტრირებული?
იმის მიუხედავად, პირველად ხელმძღვანელობ პროექტს, თუ უბრალოდ იმპროვიზაციით გადაიღალე, ეს გზამკვლევი ყველა საჭირო ბერკეტით მოგამარაგებს და თავდაჯერებულობასაც შეგმატებს, რაც მიზნის გონივრულად განსაზღვრისთვის, მის მისაღწევად და შეცდომების გასათვალისწინებლად გჭირდება, რათა შემდგომი პროექტები გაცილებით ადვილად წარმართო. წიგნი დაგეხმარება:
- დააკომპლექტო ძლიერი და მოტივირებული გუნდი
- დაშალო მასშტაბური ამოცანები იოლად სამართავ დავალებებად
- შექმნა განრიგი, რომელიც შეუფერხებლად გააკონტროლებს პროცესს
- ზედამხედველობა გაუწიო შესასრულებელი ამოცანების პროგრესს
- მართო დაინტერესებული მხარეების მოლოდინები
- დაასრულო პროექტი და შეაფასო მისი წარმატება
გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×