ჰარვარდ ბიზნეს რევიუ – წიგნების ახალი სერია უკვე გაყიდვაშია

ჰარვარდ ბიზნეს რევიუ წიგნები უკვე გაყიდვაშია

ჰარვარდ ბიზნეს რევიუ – ბიზნეს წიგნების ახალი სერია უკვე მზადაა ბიზნესლიტერატურის მოყვარულ მკითხველებთან შესახვედრად. ეს სწორედ ის წიგნებია, რომლებიც ყველა სახლსა თუ ოფისში უნდა იყოს.

წლის ბოლომდე მოქმედებს სპეციალური აქცია – შეიძინეთ სამივე წიგნი სპეციალურ ფასად და ნაკრებს თბილისში უფასოდ მიიღებთ სასურველ მისამართზე.

წიგნების ნაკრებში შედის 3 გზამკვლევი:

HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეისის ასაგებად

 

გაქვს იდეა, რომელსაც შემოსავლისა და პროდუქტიულობის გაზრდა შეუძლია, მაგრამ არ იცი როგორ გადმოიბირო დაინტერესებული მხარეები მის განსახორციელებლად? ამისათვის ისეთი ბიზნესკეისი უნდა ააგო, რომელიც შენი იდეის ღირსებას სრულად წარმოაჩენს.

ეს ყოველთვის მარტივი არ არის: შესაძლოა, არ ხარ დარწმუნებული, თუ რა ტიპის მონაცემებს ენდობიან დაინტერესებული მხარეები ან, შესაძლოა, ციფრული მონაცემების დამუშავება გაფრთხობს.

პროექტის მართვის ექსპერტ რეიმონდ შინისა და ემი გალოს ეს წიგნი გამართული კეისის შესადგენად აუცილებელი რჩევებითა და მეთოდებით მოგამარაგებს.

 

HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში

 

მსგავსი შემთხვევა, ალბათ, თქვენც გქონიათ – შეხვედრას ესწრებით და საკუთარ თავს ეწუწუნებით: „ამ გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად მთელი საუკუნე რატომ სჭირდება?“  როგორც ლიდერს, არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერად იმუშავებენ გუნდის წევრები და როგორ შედეგს მიაღწევენ ისინი.

გუნდურობის ექსპერტის მერი შაპიროს წიგნი დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ დეტალებსა და ადამიანებზე და თავიდან აირიდოთ ის საფრთხეები, რომლებიც წარსულში გამოგიცდიათ. ეს არის სახელმძღვანელო პრაქტიკული სავარჯიშოებით, გუნდური დისკუსიის კონკრეტული სტრუქტურითა და თანმიმდევრული რჩევებით.

HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში

 

როგორ უნდა შეინარჩუნო პროექტის არსი, თუ დაინტერესებული მხარეები გაჩქარებენ? როგორ უნდა შეძლო ისეთი სამუშაო სქემის შედგენა, რომელსაც ყველა ზედმიწევნით შეასრულებს და როგორ უნდა შემატო მოტივაცია გუნდის წევრებს, რომელთა დრო და ყურადღება, სხვა მიმართულებითაცაა კონცენტრირებული?

იმის მიუხედავად, პირველად ხელმძღვანელობ პროექტს, თუ უბრალოდ იმპროვიზაციით გადაიღალე, ეს გზამკვლევი ყველა საჭირო ბერკეტით მოგამარაგებს და თავდაჯერებულობასაც შეგმატებს, რაც მიზნის გონივრულად განსაზღვრისთვის, მის მისაღწევად და შეცდომების გასათვალისწინებლად გჭირდება, რათა შემდგომი პროექტები გაცილებით ადვილად წარმართო.

 

ჰარვარდ ბიზნეს რევიუ წლის ბოლომდე გთავაზობთ სპეციალური ფასს – 65 ლარი. თბილისის მასშტაბით მიწოდება უფასოა.

დაინტერესების შემთხვევაში, წიგნების შესაძენად და დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ Harvard Business Review-ს ფეისბუქ გვერდს.

ან შეიძინეთ წიგნები bookspace.ge – ზე