fbpx

HBR-ის ახალი წიგნები ჯეპრას მხარდაჭერით გამოიცემა

HBR წიგნები მალე

მალე, ჯეპრას მხარდაჭერით, Harvard Business Review-ს ახალი წიგნები გამოიცემა – „HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში“ და „HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში“.

„გზამკვლევი გუნდის მართვაში“

პრაქტიკული სახელმძღვანელო, რომელიც მენეჯერებს გუნდების ფორმირებაში და გაძღოლაში დაეხმარება.

წიგნი თანმიმდევრულ რჩევებს, დროის მიერ გამოცდილ პრინციპებს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, გუნდური საუბრების კონკრეტულ სტრუქტურასა და მაგალითებს გთავაზობთ, რომლებიც არაერთი სფეროსა და ორგანიზაციისთვისაა გამოსადეგი.

მისი დახმარებით შეძლებთ სწორად შეარჩიოთ გუნდის წევრები, გააუმჯობესოთ მათი უნარ-ჩვევები, სწორად განავითარო მიზნები და გუნდთან ერთად დასახულ ამოცანებს მიაღწიო.

„გზამკვლევი პროექტის მართვაში“

წიგნი დაინტერესებულ პირებს პროექტის ეფექტური დაგეგმვის და განხორციელების პრინციპებს ასწავლის.

დღეს, როცა კომპანიები მუდმივად ცდილობენ თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა დამოუკიდებლად გაუძღვენ საკუთარ საქმეს, პროექტის მართვის უნარ-ჩვევები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. არსებული საჭიროების მიუხედავად, პროექტის მართვის შესახებ ქართულ ენაზე აქამდე თითქმის არ გამოცემულა საგანმანათლებლო რესურსი.

„HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში“ მკითხველებს პროექტების ეფექტურად მართვისთვის თავდაჯერებულობასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს შემატებს.

 

წიგნები დეკემბრის შუა რიცხვებიდან იქნება ხელმისაწვდომი. მათი შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც წიგნის მაღაზიებში (ამ ეტაპზე, ონლაინ), ასევე Harvard Business Review Georgia-ს საშუალებით.

 

გამომცემლების თქმით, სერიის სამივე წიგნის („HBR-ის გზამკვლევი შენი ბიზნესკეის ასაგებად“, „HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში“ და HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში“) თემატიკა აქტუალურია დღევანდელი საქართველოსთვის.

„საქართველო ბიზნესის აქტიურად განვითარების ფაზაშია და ამ დროს მისი თითოეული რგოლის სწორად დაგეგმვა და მართვა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ეს წიგნები ამ პროცესების გააზრებულად წარმართვაში დაგვეხმარება.” – ნათია ლურსმანაშვილი, პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი

უკვე რამდენიმე წელია, რაც ნათია ლურსმანაშვილისა და Marketer.ge-ს ინიციატივით, ჰარვარდის ბიზნესლიტერატურა ქართულ ენაზე გამოიცემა. “მეგობარი ორგანიზაციების დახმარებით ვცდილობთ მაღალი ხარისხის ბიზნესლიტერატურა ქართველი მკითხველისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს,” – ამბობს ნათია.

Harvard Business Review-ს გზამკვლევების სერიის სამივე წიგნი „ჯეპრას“ მხარდაჭერით გამოიცა. „HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს წიგნების თარგმნის პროგრამის ფარგლებშია დაფინანსებული.

 

რატომაა სწორედ ეს საკითხები ახლა მნიშვნელოვანი მკითხველისთვის?

 

საქართველოში სულ უფრო და უფრო იზრდება საშუალო და მცირე ზომის კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ბიზნესს სწორედ თავიანთი გუნდების დახმარებით უძღვებიან. ასეთ დროს უმნიშვნელოვანიესია ისეთი უნარ-ჩვევების ქონა და განვითარება, რაც გუნდების უკეთ მართვასა და მათთან ერთად საუკეთესო შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

წყარო: Marketer.ge