ბიზნესმოდელის 5 ნიმუში რომელსაც ელ.კომერციის გიგანტები იყენებენ

ოლივერ გასმანის ბიზნესმოდელების ნავიგატორის წარმატებულად გამოყენების ძირითადი წინაპირობა ამ 55 ნიმუშის სრულყოფილად გააზრებაა. (ბიზნესმოდელის ნავიგატორი) მათი შემოქმედებითი სახეცვლილებით გამოყენება და ახალი კომბინაციების შექმნა თითოეულის სიღრმისეულად შეცნობას მოითხოვს და არა უბრალოდ მიბაძვას.

ნებისმიერი ნიმუში კონკრეტულ სიტუაციას უნდა მოერგოს, უნდა მოხდეს მისი სრულად გააზრება და წარმატების ძირითადი ფაქტორებისა და თავისებურებების აღქმა. მხოლოდ ასე თუ შეიძლება ახალი კომბინაციის შექმნა-შემუშავება და შემოქმედებითი იმიტაციის ძალის გამოვლინება.

ნიმუშებში ის უნდა იპოვოთ, რაც თქვენს ბიზნესმოდელზე ხელახლა დაგაფიქრებთ და სრულიად ახალი ბიზნესმოდელის შექმნაში დაგეხმარებათ.

ახლა წარმოგიდგენთ 5 ბიზნესმოდელის ნიმუშსს რომელსაც ელექტრონული კომერციის მსოფლიო გიგანტები იყენებენ. 

ამ ნიმუშებიდან არც ერთი არ არის შეუცვლელი – ინოვაციური კონცეფცია, ნიმუშების ხელახალი კომბინაციით, ამ წიგნის კითხვის დროსაც კი შეიძლება მოგაფიქრდეთ.

ელექტრონული ვაჭრობა

ელექტრონული ვაჭრობის ბიზნესმოდელით კომპანიის ტრადიციული პროდუქტები და მომსახურება მომხმარებელს ინტერნეტარხების საშუალებით მიეწოდება, რაც ფილიალების ინფრასტრუქტურის შენარჩუნება-შენახვასთან დაკავშირებულ ზედმეტი ხარჯის პრობლემას ხსნის. მომხმარებლებისთვის მოსახერხებელია სასურველი პროდუქტის თუ სერვისის ონლაინ ძიება, შეუძლიათ შემოთავაზებები ერთმანეთს შეადარონ, არ უწევთ მგზავრობის ხარჯების გაღება და სასურველ პროდუქტს დაბალ ფასად ყიდულობენ. კომპანიები თავიანთი პროდუქტებისა და მომსახურებების ინტერნეტში ხელმისაწვდომობით და ამით შუამავლების რაოდენობის შემცირებით, საცალო გაყიდვებისთვის საჭირო სივრცის ამოღებითა და ტრადიციული არამიზნობრივი რეკლამის შეწყვეტით სარგებლობენ.

გამოწერა

გამოწერა მომხმარებელს საშუალებას აძლევს, შერჩეული პროდუქტი ან/და მომსახურება რეგულარულად მიიღოს. ბიზნესი კლიენტთან ხელშეკრულებას აფორმებს და ამით მომსახურების მიწოდების სიხშირესა და ხანგრძლივობას განსაზღვრავს. მომხმარებლები მომსახურებისთვის წინასწარ ან რეგულარული ინტერვალებით, ჩვეულებრივ, თვიურად ან ყოველწლიურად იხდიან.

აფილაცია – შენი წარმატება ჩემი წარმატებაა

აფილაციის ბიზნესმოდელის გამოყენებისას კომპანიის მთელი ყურადღება სხვა კომპანიების მხარდაჭერისკენ არის მიმართული. ამ შემთხვევაში ორგანიზაციას უნდა, რომ მეორე მხარემ საკუთარი პროდუქტი ან/და მომსახურება კარგად გაყიდოს, რათა წარმატებული გარიგებიდან თავადაც ნახოს სარგებელი.

ამგვარად, კომპანია ისე, რომ გაყიდვებსა და მარკეტინგში დამატებით ძალისხმევას არ დებს, მომხმარებლების მრავალფეროვან ბაზასთან წვდომას იღებს. აფილატორები, როგორც წესი, „გადაიხადე გაყიდვის ან ჩვენების შემდგომ~ სისტემებით მუშაობენ და ჩვეულებრივ, ეს ონლაინრეჟიმში ხდება. მაგალითად, ინტერნეტსივრცეში ვებგვერდის მფლობელი აფილატორისთვის დამახასიათებელი ქცევაა კომპანიის საბანერო რეკლამის განთავსება საკუთარ ვებგვერდზე „დაწკაპუნების~ ან „გამოჩენის სიხშირის” საკომისიოს სანაცვლოდ. სხვა შემთხვევებში, აფილატორებს თავიანთი პროდუქტების გაყიდვა მსხვილი ქსელების მეშვეობით შეუძლიათ და განმათავსებელ ვებსაიტს.

ეს იდეა არ არის ახალი: დიდი ხანია სადაზღვევო აგენტები საკომისიოს ყოველ გაყიდულ პოლისზე იღებენ, თუმცა დღესდღეობით ცნობილი აფილაციის ფართომასშტაბიანი და ღია პროგრამების ჩამოყალიბებას ინტერნეტის განვითარებამ შეუწყო ხელი. გამყიდველს შეუძლია საკუთარი აფილაციური პროგრამა თავად შექმნას ან პროფესიული მომსახურების მომწოდებლების გამოცდილება და ცოდნა გამოიყენოს. როგორც წესი, გადამყიდველებს მოქმედების საკმაოდ დიდი თავისუფლება აქვთ და თუ გარკვეულ ძირითად მითითებებს დაიცავენ, გამყიდველის შეთავაზების განთავსება სურვილისამებრ შეუძლიათ.

ბანკომატი – ფულის შოვნა ფულის ბრუნვის უარყოფითი ციკლით

ბანკომატის ნიმუშით სარგებლობისას ბიზნესი ნაღდი ფულის ბრუნვის უარყოფითი ციკლით იმართება. როგორც ქვემოთ მოცემულ ფორმულაში ნახავთ, ნაღდი ფულის ბრუნვის ციკლი ორგანიზაციის მხრიდან ფულის ხარჯვასა და მის მიღებას შორის არსებული პერიოდია. უფრო კონკრეტულად, ნედლეულის, ნახევარფაბრიკატების, მზა პროდუქტების, გარდა ამისა, მომწოდებლებისა და მომხმარებლების მიერ დაგვიანებული გადახდების ჩათვლით, მატერიალურ-ტექნიკური მარაგების შენახვის საშუალო პერიოდს მოიცავს.

ჯვარედინი გაყიდვები –  ერთი გასროლით ორი კურდღლის დაჭერა

ჯვარედინი გაყიდვები, კომპანიის ძირითადი პროდუქტისა და მომსახურების გარდა, მომხმარებლისთვის დამატებითი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზებას გულისხმობს, კლიენტებთან არსებული ურთიერთობის გამოყენებით, უფრო მეტის გაყიდვის მიზნით. ჯვარედინი გაყიდვების სტრატეგია ისეთი არსებული რესურსების ან/და უნარების გაძლიერებისთვისაც შეიძლება გამოიყენოთ, როგორიც მაგალითად, გაყიდვები და მარკეტინგია.

ჯვარედინი გაყიდვების ძირითადი სარგებელი მომხმარებლისთვის ერთი რესურსიდან მეტი ფასეულობის მიღებაა, რითაც დამატებით ხარჯებს ზოგავს. ასე მომხმარებელი მოგებული რჩება – მას დამატებითი პროდუქტებისთვის სხვაგან წასვლა და ამისთვის ხარჯის გაღება აღარ უწევს.

რა კომპანიები იყენებენ ამ ბიზნესმედელებს