დეა ხელხელაური: წიგნია, რომელიც არსებული თუ სამომავლო ბიზნესის დაგეგმვა, განვითარებაში გვეხმარება
წიგნი: როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
წიგნის ელჩი: დეა ხელხელაური
“როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” ერთ-ერთი ის წიგნია, რომელიც არსებული თუ სამომავლო ბიზნესის დაგეგმვა, განვითარებაში გვეხმარება. აღნიშნულ ქმედებებს კი ჩვენ წიგნში განხილული საკითხების და იმ ბიზნესმოდელის ტილოს საშუალებით ვახდენთ, რომელიც 9 ბლოკისგან შედგება:
- მომხმარებელთა სეგმენტი
- ფასეული შეთავაზება
- არხები
- ურთიერთობა მომხმარებელთან
- შემოსავლის წყაროები
- ძიითადი რესურსები
- ძირითადი საქმიანობა
- ძირითადი პარტნიორები
- ხარჯების სტრუქტურა
ვფიქრობ, ამ წიგნში ნებისმიერ საფეხურზე მყოფი ბიზნესისთვის საჭირო საკითხებია წამოჭრილი. მასში დასმული კითხვები კი დაგაფიქრებთ და ბიძგს მოგცემთ რაღაც ახლის შემუშავებისკენ, ან უბრალოდ არსებულის დახვეწისკენ. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ღირებულს და მარტივად აღსაქმელს ხდის ვიზუალური გაფორმება.
შესაბამისად, “როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” ნამდვილად ის ხელსაწყოა, რომლის გაყოლაც რაღაც უკეთესისკენ მიმავალ გზას გვიხსნის.