HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში
მსგავსი შემთხვევა, ალბათ, თქვენც გქონიათ – შეხვედრას ესწრებით და საკუთარ თავს ეწუწუნებით: „ამ გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად მთელი საუკუნე რატომ სჭირდება?“ თუმცა, როგორც ლიდერს, არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერად იმუშავებენ გუნდის წევრები და როგორ შედეგს მიაღწევენ.
გუნდურობის ექსპერტ მერი შაპიროს „HBR-ის სახელმძღვანელო გუნდის მართვაში“ დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ დეტალებსა და ადამიანებზე და თავიდან აირიდოთ ის საფრთხეები, რომლებიც წარსულში გამოგიცდიათ. პრაქტიკული სავარჯიშოებით, გუნდური დისკუსიის კონკრეტული სტრუქტურითა და თანმიმდევრული რჩევებით, სახელმძღვანელო დაგეხმარებათ:
- სწორად შეარჩიოთ გუნდის წევრები
- დაისახოთ ნათელი და გონივრული მიზნები
- გაიხსნათ თანამშრომლობისა და გაზიარებისთვის
- ხელი შეუწყოთ ადამიანებს, იგრძნონ პასუხისმგებლობა
- ამოიცნოთ და გამოასწოროთ არასწორი ქმედება
- გუნდში შეინარჩუნოთ მოტივაცია და მიზანი