როგორ უნდა გამოიმუშაო ჩვევები 4 მარტივი ნაბიჯით
ჩვევების გამომუშავების პროცესი შეიძლება დაიყოს ოთხ მარტივ ეტაპად:
ამ ფუნდამენტურ ნაწილებად დაყოფა დაგვეხმარება, გავიაზროთ, რა არის ჩვევა, როგორ მუშაობს და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება.
ეს ოთხეტაპიანი მოდელი არის ყველა ჩვევის ხერხემალი და შენი ტვინი ყოველ ჯერზე ამ ეტაპებს ამ თანამიმ დევრობით გადის.
პირველ ეტაპზე არის სიგნალი. სიგნალი ააქტიურებს და მოქმედების სტიმულს აძლევს ტვინს. ეს არის მცირე ოდენი ინფორმაცია, რომელიც ჯილდოს გვპირდება. ჩვენი პრეისტორიული წინაპრები ყურადღებას აქცევდნენ სიგნალებს, რომლებიც მიანიშნებდა ადგილმდებარეობას ისეთი პირველადი საჭიროების ჯილდოებისა, როგორიცაა: საკვები, წყალი და სექსი. დღეს ჩვენი დროის უმეტეს ნაწილს ვუთმობთ იმ სიგნალების შესწავლას, რომლებიც მოასწავებს ისეთ მეორეულ ჯილდოებს, როგორიცაა: ფული და ცნობადობა, ძალაუფლება და სტატუსი, შექება და კეთილგანწყობა, სიყვარული და მეგობრობა ან თვით კმაყოფილების განცდა.
გონება გამუდმებით აანალიზებს ჩვენს შინაგან და გარეგან სამყაროს, რათა მიაგნოს მინიშნებებს, თუ სად არის ჯილდო (საზღაური). იქიდან გამომდინარე, რომ სიგნალი პირველი ნიშანია, რომელიც ჯილდოსთან სიახლოვეს მიუთითებს, ბუნებრივია, რომ იგი ჩვენში სურვილს ბადებს. სურვილი მეორე ეტაპი და ის მამოტივირებელი ძალაა, რომელიც ნებისმიერი ჩვევის მიღმა დგას. მოტივაციის ან სურვილის გარკვეული ხარისხის გარეშე ცვლილებების სურვილის გარეშე არ გაგვაჩნია მიზანი, რაიმე მოვიმოქმედოთ. ის, რაც გსურს, თავისთავად არა ჩვევა, არამედ იმ რეალობის ცვლილებაა, რომელიც მას სდევს. გინდა არა სიგარეტის მოწევა, არამედ შვების განცდა, რომელსაც ის განიჭებს. მოტივაციას გაძლევს არა კბილების გამოხეხვა, არამედ ის შეგრძნება, რომელსაც სუფთა პირის ღრუ გიტოვებს. ტელევიზორის ჩართვა კი არ გსურს, არამედ გინდა გაერთო. ყველა სურვილი დაკავშირებულია შინაგანი მდგომარეობის შეცვლის მისწრაფებასთან.
მესამე ეტაპი რეაქციაა. რეაქცია არის რეალური ჩვევა, რომელსაც ავლენ და რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს ფიქრის ან ქმედების ფორმით. გამოავლენ თუ არა რეაქციას, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოტივირებული ხარ და რამდენად დიდი ძალისხმევაა დაკავშირებული მოქმედებასთან.
თუ ცალკეული ქმედება იმა ზე მეტ ფიზიკურ ან გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე ამის გაღების სურვილი გაქვს, მაშინ არ იმოქმედებ. შენი რეაქცია ასევე დამოკიდებულია შენს უნარზე. მარტივად ჟღერს, მაგრამ ჩვევა მხოლოდ მაშინ ყალიბდება, როცა მისი შესრულების ძალა შეგწევს. თუ გინდა, კალათბურთის ბურთი ფარში ჩატენო, მაგრამ საკმარისად მაღალი არ ხარ, რომ მას მისწვდე, იღბალი შენ მხარეს არ არის.
დაბოლოს, რეაქციას მოაქვს ჯილდო. ჯილდო ნების მიერი ჩვევის საბოლოო მიზანია. სიგნალი ამჩნევს ჯილდოს; სურვილი ჯილდოს მიღებისკენ მისწრაფებაა; რეაქცია ჯილდოს მოპოვება. ჯილდოს მიღებისკენ ვისწ რაფვით, რადგან მას ორი დანიშნულება აქვს: (1) მოაქვს კმაყოფილების გრძნობა და (2) გვასწავლის.
წაიკითხეთ ვრცლად წიგნში ატომური ჩვევები