რას ისწავლი: HBR-ის გზამკვლევი სტრატეგიული ინიციატივების მართვაში
სტრატეგიული ინიციატივებია საკვანძო პროექტები და პროგრამები, რომლებიც შენს ამჟამინდელ კომპანიას იმად გარდაქმნის, რაც მომავალში უნდა იყოს. მაგრამ მართებული სტრატეგიული ინიციატივის არჩევა და მისი ეფექტიანად წარმართვა შესაძლოა სერიოზულ გამოწვევად იქცეს, როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი მმართველებისთვის.
ყველაფერი იმის გადაწყვეტით იწყება, რომელია მრავალ ღირსეულ შესაძლებლობას შორის განხორციელების ღირსი. მერე პროექტის შეთანხმებასა და რესურსების განაწილებას უნდა შეუდგე. პროექტის დაწყებისა და ამოქმედების შემდეგ თვალყური ადევნე მის მიმდინარეობას და განსაზღვრე, რამდენად შეესაბამება კომპანიის სტრატეგიას. შესაძლოა შიდა წინააღმდეგობის დაძლევაც მოგიწიოს, რათა პროექტი არ შეფერხდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც შენი ინიციატივა ორგანიზაციის ან შენი გუნდის ცვლილებებს მოითხოვს.
ასევე გახსოვდეს, რომ არცერთი პროექტი იზოლირებულად არ არსებობს. საკმარისი არ არის თითოეული პროექტის სწორად მართვა, აუცილებლად უნდა შეგეძლოს რამდენიმე ინიციატივის კონტროლი და უნდა გესმოდეს, როგორ მუშაობს თქვენი კომპანიის ყველა ინიციატივა კომპანიის სამომავლო წინსვლის სტრატეგიის სასარგებლოდ.
შენი პირველი პროექტის იდეას მოეწერა ხელი თუ მოწონებული ინიციატივების პორტფელს ხელმძღვანელობ, ამას მნიშვნელობა არ აქვს – ეს გზამკვლევი გთავაზობს საშუალებებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარება მათ ნაყოფიერად განხორციელებაში, როგორც შენი გუნდის, ისე მთელი კომპანიის ფარგლებში.
ისწავლი, როგორ:
- გაამარჯვებინო პროექტს და შენი ახალი იდეის მხარდაჭერა შეინარჩუნო;
- დაიწყო მისი განხორციელება ინიციატივის დამტკიცების შემდეგ, სწრაფადვე შექმნა ტრანსფორმაციული, მაღალი შრომისუნარიანობით გამორჩეული საინიციატივო გუნდები;
- ჩაეტიო დაგეგმილ გრაფიკსა და ბიუჯეტში;
- არ დაკარგო სტიმული ინიციატივაზე მუშაობის დაწყების შემდეგ;
- შეინარჩუნო შენი პროექტის სპონსორებისა და დაინტერესებული მხარეების ნდობა;
- თავიდან აიცილო ინიციატივის ჩაკვლა იმ პროგრამების გაუქმებით, რომელთა ბიზნეს საჭიროება არ არსებობს;
- მართო რამდენიმე ინიციატივისგან შემდგარი პორტფელი და თვალი გეჭიროს მათ შესაბამისობაზე კომპანიის ზოგად სტრატეგიასთან