რას ისწავლი: HBR-ის გზამკვლევი გუნდის მოტივირებისთვის
ადამიანები უფრო შემოქმედებითები, პროდუქტიულები, საქმეში ჩართულები და კმაყოფილები არიან, როდესაც სჯერათ, რომ ყოველდღე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოიყენებენ. სამსახურში ენერგიითა და იდეებით აღსავსენი მოდიან და ყველაზე თამამი მიზნებიც კი მისაღწევად იოლი ჩანს. მაგრამ თუ ჩართულობა და ენთუზიაზმი ნაკლებია, უმცირესი პროგრესიც კი დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თუ შენი გუნდი ბედნიერი არ არის, ვერც შენ იქნები და თუ ეს საკითხი მალე არ გამოსწორდა, შესაძლოა სამსახურში შენს საკუთარ ადგილსაც კი შეექმნას საფრთხე.
როგორ უნდა მოიქცე, რომ ადამიანები უფრო ყურადღებით ჩაერთონ საქმეში? თუ შენი კომპანია სხვა მრავალი კომპანიის მსგავსია, შესაძლოა ადამიანური რესურსების დეპარტამენტმა წლიური კვლევები ჩაატაროს, სამუშაო პროცესი უფრო მოქნილი გახადოს, თანამშრომლები უფასო სასუსნავით ან სხვა ბენეფიტებით წაახალისოს და გუნდის განწყობა ასე აამაღლოს. მაგრამ მოტივაცია მარტივი რამ არაა და არც ყველასთვის ერთნაირი.
შენ, როგორც მენეჯერი, ადამიანების ყოველდღიურ სამუშაო გამოცდილებას ქმნი. სწორედ ამიტომ გაქვს შანსი, აღმოაჩინო, რა ამოძრავებს მათ. რა ნიჭი აქვთ? რა ღირებულებები? რა მიზნები? თუ შენს გუნდში თითოეული წევრის სურვილებისა და პოტენციალის გარკვევას შეძლებ, ისინი 110%-ის გაცემას აირჩევენ, ამით კი ყველა მოგებული დარჩება.
ეს გზამკვლევი დაგეხმარება:
- გაიცნო, გამოიყენო და აღნიშნო გუნდის თითოეული წევრის უნიკალური ძლიერი მხარეები
- დასვა სწორი კითხვები და გაარკვიო, რატომ არაა ჩართული კონკრეტული ადამიანი – და რით შეგიძლია დახმარება
- უკეთ გაერკვიო ფსიქოლოგიურ მიზეზებში, რომლებიც საქმის უმაღლეს დონეზე შესრულებას განაპირობებს
- დაეხმარო ადამიანებს იმ უნარების განვითარებაში, რაც მათ წინსვლას დაეხმარება
- შთაგონებად იქცე გუნდის წევრებისთვის, რათა მათ საკუთარი საქმის აღწერილობის მიღმაც დაისახონ მიზნები
- გადაწყვიტო, როდისაა ახალი გამოწვევების დასახვის დრო
- იზრუნო, რომ ჯანსაღი ჩართულობა ზედმეტად ბევრ მუშაობასა და გადაწვაში არ გადაიზარდოს – განსაკუთრებით, შენი გუნდის წამყვან წევრებში
- შენი დაქვემდებარებულები მათი საქმიანობის უფრო დიად მიზნებთან დააკავშირო
- შექმნა პოზიტიური გუნდური კულტურა და გაზარდო პროდუქტიულობა მთელ ორგანიზაციაში
- თანამშრომლების მოტივირება ყველას წარმატების გასაღებად აღიქვა