ნუცა კუკულავა – ეს წიგნი არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელთან ერთადაც საკუთარ თავსა და იდეებზე მუშაობა გიწევს

წიგნი: ბიზნესმოდელების ნავიგატორი – 55 წარმატებული ბიზნესმოდელი
წიგნის ელჩი: ნუცა კუკულავა

ბოლო დროს განსაკუთრებით დავინტერესდი ბიზნესლიტერატურით, ამიტომ ძალიან მიხარია, რომ “ჯეპრა” და “ლურჯი ოკეანე” საინტერესო წიგნებით ისევ განაგრძობენ მკითხველის განებივრებას.

“ბიზნესმოდელების ნავიგატორი” არ არის წიგნი, რომელიც რამდენიმე დღეში შეიძლება წაიკითხო და ახლის მოძიებას შეუდგე, რადგან ეს წიგნი არის ერთგვარი გზამკვლევი, რომელთან ერთადაც საკუთარ თავსა და იდეებზე მუშაობა გიწევს.

სასიამოვნოა, რომ მის წასაკითხად არ არის რაიმე განსაკუთრებული ცოდნა და გამოცდილება საჭირო. საკმარისია, გქონდეთ იდეები, სურვილი და მზადყოფნა. პირადად მე, გარდა იმისა, რომ მომცა თეორიული ცოდნა, ძალიან დამეხმარა სამომავლო გეგმების ფორმირებაში.

55 წარმატებული ბიზნესმოდელის გაცნობის საშუალებით, უკეთ იაზრებ თუ რამხელა შრომა არის ჩადებული კონკრეტული კომპანიების მხრიდან,რომ საბოლოოდ დადებითი შედეგი მიეღოთ. ასევე, წიგნში უხვად არის სხვადასხვა მნიშვნელოვანი რჩევა და რეკომენდაცია,რომელსაც პრაქტიკაში აუცილებლად გამოვიყენებ.

ვისაც სურს ნოვატორობა, განვითარება და ცვლილებების სწორად მართვა, ყველას ვურჩევ “ბიზნესმოდელების ნავიგატორს”,რადგან ამ წიგნის ყიდვით, არა მხოლოდ ბიზნესში გზამკვლევს, არამედ გამოცდილ მასწავლებელსა და კარგ მრჩეველს შეიძენთ.