გიორგი კვერნაძე: წიგნი მეწარმეებისთვის სახელმძღვანელოს უფრო ჰგავს, რადგან ის შეიცავს პრაქტიკულ ნაბიჯებს

წიგნი: როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
წიგნის ელჩი: გიორგი კვერნაძე

წიგნი დაწერილია მათთვის, ვისაც სურს შექმნას ახალი ბიზნესმოდელი ან გააუმჯობესოს არსებული. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ინსტრუმენტი სტრატეგებისა და ინოვატორებისათვის, რომლებიც მზად არიან წავიდენ რისკზე და შეცვალონ თამაშის წესები. ამოიცანით საკუთარი თავი?

აქ ნახავთ დეტალურ ალგორითმს იმ ქმედებებისა, რომლებიც მომავალში გამოიწვევენ თქვენი ბიზნესის ახალი და ორიგინალური მოდელის დაბადებას. წიგნი მეწარმეებისთვის სახელმძღვანელოს უფრო ჰგავს, რადგან ის შეიცავს პრაქტიკულ ნაბიჯებს. გარდა ამისა, თქვენ აქ იხილავთ ცოცხალ მაგალითებს, რაც უფრო დაგეხმარებათ სიტუაციის ანალიზში.

თვითონ წიგნიც არის ინოვაციური ბიზნესმოდელის ერთ-ერთი მაგალითი. ავტორებმა გადაწყვიტეს, რომ მათ არ უნდა მიეცათ სხვებისთვის რჩევები მანამ, სანამ თვითონ არ შექმნიდენ რაიმე ინოვაციურ მოდელს. მათ უარი თქვეს ჩვეულებრივი გამომცემლობის სერვისებზე და ამის მაგივრად დააარსეს ინტერნეტში ბიზნესმოდელირების ცენტრი. ვინც ამ თემით დაინტერესდა, შეეძლო გამხდარიყო ცენტრის სრულფასოვანი წევრი. მონაწილეებმა განიხილეს ბიზნესმოდელები, მათი შექმნის ტექნოლოგიები და საერთო მაგალითები. ზოგადი დისკუსიისთვის ავტორები აქვეყნებდნენ წიგნიდან პატარ-პატარა ნაწყვეტებს. შინაარსს, დიზაინს, ილუსტრაციებს აფასებდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მომზადების პროცესში 45 ქვეყნიდან 470 ბიზნესმენი მონაწილეობდა. ყველა მათგანმა შექმნა ბიზნესმოდელი დაგროვილი გამოცდილების წყალობით. წიგნის ბეჭდური ვერსიის გამოქვეყნებისას ონლაინცენტრის მუშაობის შედეგად მიღებული ფული დაიხარჯა, რაც, რა თქმა უნდა, საგამომცემლო ბაზარზე ინოვაცია იყო.

ეს ერთი უბრალო მაგალითია, რომელიც თქვენ წიგნში შეგხვდებათ. დეტალური ანალიზი, ნაბიჯების ახსნა და მათი მოტივი, ეს ყველაფერი გელოდებათ წიგნში, რომელიც მართლაც დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორ შექმნათ ბიზნესმოდელი.