fbpx

HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში

(სათაურის სამუშაო ვერსია)
ანოტაცია:

მსგავსი შემთხვევა, ალბათ, თქვენც გქონიათ – შეხვედრას ესწრებით და საკუთარ თავს ეწუწუნებით: „ამ გუნდს გადაწყვეტილების მისაღებად მთელი საუკუნე რატომ სჭირდება?“ თუმცა, როგორც ლიდერს, არსებული ვითარების უკეთესობისკენ შეცვლა შეგიძლიათ. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად ნაყოფიერად იმუშავებენ გუნდის წევრები და როგორ შედეგს მიაღწევენ.

გუნდურობის ექსპერტ მერი შაპიროს „HBR-ის სახელმძღვანელო გუნდის მართვაში“ დაგეხმარებათ კონცენტრირდეთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ დეტალებსა და ადამიანებზე და თავიდან აირიდოთ ის საფრთხეები, რომლებიც წარსულში გამოგიცდიათ. პრაქტიკული სავარჯიშოებით, გუნდური დისკუსიის კონკრეტული სტრუქტურითა და თანმიმდევრული რჩევებით, სახელმძღვანელო დაგეხმარებათ:

  • სწორად შეარჩიოთ გუნდის წევრები
  • დაისახოთ ნათელი და გონივრული მიზნები
  • გაიხსნათ თანამშრომლობისა და გაზიარებისთვის
  • ხელი შეუწყოთ ადამიანებს, იგრძნონ პასუხისმგებლობა
  • ამოიცნოთ და გამოასწოროთ არასწორი ქმედება
  • გუნდში შეინარჩუნოთ მოტივაცია და მიზანი

მერი შაპირო ოც წელიწადზე მეტია კონსულტანტად და პრაქტიკოს ტრენერად მუშაობს. იგი სიმონსის კოლეჯის კეიგენ ტრასტის პროფესორი და სიმონსის მენეჯმენტის სკოლის პრაქტიკის პროფესორია. ის იკვლევს და აქვეყნებს მიგნებებს გუნდებისა და ლიდერობის შესახებ, კონკრეტულად იმაზე, თუ როგორ გავლენას ახდენს სოციალური იდენტობები ინდივიდებზე და რისი გაკეთება შეუძლიათ ორგანიზაციებს, რათა შექმნან უფრო ინკლუზიური სამუშაო კულტურა.

მერიმ შეიმუშავა საკომუნიკაციო სტილის დიაგნოსტიკა, ონლაინ ხელსაწყო, რომელსაც ათასობით მენეჯერი იყენებს ინდივიდებთან და გუნდებთან მუშაობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.

თავისი კარიერის განმავლობაში მერი მუშობდა 500 კომპანიის, კერძო ინსტიტუციების, არასამთავრობო ორგანიზაციების გუნდებთან, როგორებიც არიან ჰარვარდის უნივერსიტეტი, CVS, Liberty Mutual და Merck Pharmaceuticals. იგი მათ დაეხმარა ისეთი გუნდების ჩამოყალიბებაში, რომლებსაც განვითარებული აქვთ ოპერაციული ინფრასტრუქტურა, პროექტების გეგმები, მერი კონსულტაციას უწევდა გუნდებს კრიზისის დროს. იგი მუშაობდა ბევრი ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოებთან სტრატეგიულ დაგეგმვაზე.

გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×

HBR-ის გზამკვლევი გუნდის მართვაში

biblusi.ge