fbpx

HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში

(სათაურის სამუშაო ვერსია)
ანოტაცია:

როგორ უნდა შეინარჩუნო პროექტის არსი, თუ დაინტერესებული მხარეები გაჩქარებენ? როგორ უნდა შეძლო ისეთი სამუშაო სქემის შედგენა, რომელსაც ყველა ზედმიწევნით შეასრულებს და როგორ უნდა შემატო მოტივაცია გუნდის წევრებს, რომელთა დრო და ყურადღება, ამავდროულად, სხვა მიმართულებითაცაა კონცენტრირებული?

იმის მიუხედავად, პირველად ხელმძღვანელობ პროექტს, თუ უბრალოდ იმპროვიზაციით გადაიღალე, ეს გზამკვლევი ყველა საჭირო ბერკეტით მოგამარაგებს და თავდაჯერებულობასაც შეგმატებს, რაც მიზნის გონივრულად განსაზღვრისთვის, მის მისაღწევად და შეცდომების გასათვალისწინებლად გჭირდება, რათა შემდგომი პროექტები გაცილებით ადვილად წარმართო.

„HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში“ დაგეხმარება:

  • დააკომპლექტო ძლიერი და მოტივირებული გუნდი
  • დაშალო მასშტაბური ამოცანები იოლად სამართავ დავალებებად
  • შექმნა განრიგი, რომელიც შეუფერხებლად გააკონტროლებს პროცესს
  • ზედამხედველობა გაუწიო შესასრულებელი ამოცანების პროგრესს
  • მართო დაინტერესებული მხარეების მოლოდინები
  • დაასრულო პროექტი და შეაფასო მისი წარმატება

Harvard Business Review-ს მიზანია მიაწოდოს პროფესიონალებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოსადეგი ინფორმაცია, სწორი ინსაითები და საუკეთესო პრაქტიკები, რათა დაეხმაროს მათ უფრო ეფექტურად წარმართონ როგორც საკუთარი თავი, ისე ორგანიზაცია და მოახდინონ პოზიტიური გავლენა.

HBR რეგულარულად ავრცელებს წიგნებს, ჟურნალებს, ციფრულ კონტენტს თავის საიტზე HBR.org. მათი გამოცემები ყოველი მენეჯერის წარმატებისთვის საჭირო თემებს მოიცავს.

 

 

 

 

 

გამოიწერე სიახლეები ბიზნესლიტერატურის შესახებ
×

HBR-ის გზამკვლევი პროექტის მართვაში

biblusi.ge