ბაჩო გელაზონია: ეს არის სამაგიდო წიგნი, რომელიც მუდამ თვალწინ უნდა გედოთ

წიგნი: როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
წიგნის ელჩი: ბაჩო გელაზონია

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი არის წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი იდეების სწორ ფორმულირებაში. ეს არ არის ერთჯერადად წასაკითი წიგნი, ეს არის სამაგიდო წიგნი, რომელიც მუდამ თვალწინ უნდა გედოთ. ფაქტობრივად ყოველ წაკითხვაზე  ახალ და ახალ რაღაცეებს აღმოაჩენთ და  საბოლოოდ მიხვალთ იმ ინოვაციამდე, რასაც აქამდე ეძებდით.

ამ წიგნის მთავარი პლიუსი ის არის, რომ ძალიან მარტივი წასაკითხია, ადვილად იგებ ყველაფერს, ხოლო  წიგნის გაფორმება კიდევ უფრო ამარტივებს საქმეს. ეს წიგნი მისწრებაა როგორც სტარტაპერებისთვის, ასევე შემდგარი ბიზნესმენებისთვისაც. რატომ ალბათ დაგაინტერესებთ? სტარტაპერებს აძლევს საშუალებას, რომ უფრო დეტალურად გათვალონ თავიანთი ნაბიჯები, ხოლო შემდგარ ბიზნესმენებს  აპოვნინოს ის ინოვაცია, რომელიც დაეხმარებათ თავიანთ ორგანიზაციებს უფრო წინ და უფრო ფართო ნაბიჯებით გაარძელონ სვლა.