fbpx

ანუკი ცხოვრებაძე: წიგნის კითხვისას გონებაში ქვეცნობიერად იხვეწება თქვენი ჯერ კიდევ ხორცშეუსხმელი იდეები

წიგნი: როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი
წიგნის ელჩი: ანუკი ცხოვრებაძე

 

ელჩის შესახებ: საკონსულტაციო კომპანია “ჯეპრას” კონსულტანტი.


“როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი” არის წიგნი, რომელიც გაამარტივებს თქვენს შეხედულებებს ბიზნესზე და ინოვაციებზე. წიგნი სტარტაპერებს აძლევს შანსს უფრო დეტალურად გათვალონ თავიანთი სამომავლო გეგმები, ხოლო უკვე არსებული ორგანიზაციების მენეჯმენტს კი აძლევს საშუალებას დახვეწონ საქმიანობის სტილი და იპოვნონ ინოვაცია საქმიანობაში.

წიგნის კითხვისას გონებაში ქვეცნობიერად იხვეწება თქვენი ჯერ კიდევ ხორცშეუსხმელი იდეები და თუ ისინი ჯერ არ გაქვთ, წიგნის წაკითხვის შემდეგ შთაგონებულნი, ყველაფერში გამოწვევასა და შესაძლებლობას დაინახავთ.

წიგნის ვიზულური მხარე კიდეფ უფრო ამარტივებს შინაარსის აღქმას და კომიქისის კითხვის განწყობით იღებთ ინფორმაციას ბიზნესის აგებულებისა და ანატომიის შესახებ.

აუცილებლად წასაკითხი წიგნია მოტივირებული ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ გაიმარტივონ ხედვა ბიზნესის მოწყობისა და ინოვაციური მიდგომების შესახებ.