fbpx

ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასი გორის უნივერსიტეტში

22 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და პერსონალისთვის, ჯეპრასა და ლურჯი ოკეანის ორგანიზებით, სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია-მასტერკლასი როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესი” გაიმართა.

მასტერკლასი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

  • რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან;
  • რა განსაზღვრავს წარმატებას;
  • სად უნდა ეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში;
  • მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები;
  • რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში.

სპიკერმა მონაწილეებს ასევე გაუზიარა ინფორმაცია ბოლო პერიოდში გამოცემულ ბიზნესლიტერატურაზე, რომლებიც ძალინ გამოსადეგია ბიზნესის სწორად შექმნა-განვითარებისთვის.

ღონისძიება გაიმართა საქართველოს რეგიონებში ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასების ტურნეს ფარგლებში.