ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასი გორის უნივერსიტეტში
22 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და პერსონალისთვის, “ჯეპრასა“ და “ლურჯი ოკეანის“ ორგანიზებით, სოსო გალუმაშვილის ონლაინ ლექცია-მასტერკლასი „როგორ შევქმნათ ინოვაციური ბიზნესი” გაიმართა.
მასტერკლასი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
- რა იწვევს კომპანიების წარუმატებლობას, როგორ ავიცილოთ ეს თავიდან;
- რა განსაზღვრავს წარმატებას;
- სად უნდა ეძებოთ ინოვაცია უკვე არსებულ თუ ახალ ბიზნესში;
- მსოფლიოს ლიდერი კომპანიების ბიზნესმოდელები და მათი ინოვაციები;
- რა არის ბიზნესმოდელის ტილო და როგორ გვეხმარება ის ინოვაციური ბიზნესმოდელის შექმნაში.
სპიკერმა მონაწილეებს ასევე გაუზიარა ინფორმაცია ბოლო პერიოდში გამოცემულ ბიზნესლიტერატურაზე, რომლებიც ძალინ გამოსადეგია ბიზნესის სწორად შექმნა-განვითარებისთვის.
ღონისძიება გაიმართა საქართველოს რეგიონებში ბიზნესმოდელის ონლაინ მასტერკლასების ტურნეს ფარგლებში.